"რომამ" "ემპოლის" მცველი მარიო რუი დაიმატა

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომამ" "ემპოლიდან" 1-წლიანი იჯარით მარიო რუი გადაიბირა.

25 წლის პორტუგალიელი ტოსკანურ გუნდში ბოლო ორი წელი თამაშობდა და მარცხენა მცველის პოიზიცია ეჭირა. როგორც ჩანს, ლუჩანო სპალეტი ლუკას დინეს ასპარეზობით ბოლომდე კმაყოფილი არაა და სწორედ ამიტომ, დაცვის მარცხენა ფრთის გაძლიერება განიზრახა.

მართალია, ხელშეკრულება საიჯაროა, მაგრამ თუ ფეხბურთელს სეზონის განმავლობაში მატჩების გარკვეული რაოდენობა დაუგროვდება, რომაული კლუბი მას ავტომატურად გამოისყიდის და "ემპოლის" 6 მილიონ ევროს გადაუხდის.

"რომას" მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის თქმით, მისთვის მთავარია არა ცნობილი გვარები და
ვარსკვლავები, არამედ ფეხბურთელები, რომლებიც მის მონახაზში ჩაჯდებიან და დავალებას იდეალურად შეასრულებენ. სწორედ ასეთად ესახება მარიო რუი, რომელიც "ემპოლიში" შესანიშნავად ასაპარეზობდა.

აღსანიშნავია, რომ მარიო რუის სახით, "ემპოლიმ" მეორე მცველი დაკარგა - იქამდე, ლუკა ტონელი "ნაპოლიში" გადაბარგდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული