"იუვენტუსი": ვინ შეცვლის ალვარო მორატას?

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ტურინის "იუვენტუსი" ალვარო მორატამ დატოვა (ის მადრიდის "რეალმა" დაიბრუნა და ფორვარდის გაყიდვაზეც ჯერჯერობით, უარს აცხადებს), ნათელი გახდა, რომ ტურინული კლუბი შეტევის გაძლიერებას და მინიმუმ, ერთი მაღალი კლასის ფორვარდის დამატებას შეეცდებოდა.

ამის შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამაც ისაუბრა, თუმცა კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.

იტალიელი სპორტული ჟურნალისტების ცნობით, "იუვენტუსის" მთავარი სამიზნე ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი ალექსის სანჩესია. 27 წლის ჩილელის სანაცვლოდ, ტურინელები ინგლისელებს 40 მილიონ ევროს სთავაზობენ და პასუხი უკვე "მეთოფეებზეა". ბუნებრივია, გასათვალისწინებელია თავად ფეხბურთელის სურვილი, რომელსაც თავისი პოზიცია
ჯერ არ დაუფიქსირებია.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, თუ ტურინელებმა სანჩესის ტრანსფერი ვერ გაჩარხეს, მათი მთავარი სამიზნე ქარიმ ბენზემა გახდება, რომელიც ალვარო მორატას ტრანსფერის შემდეგ თავს მშვიდად ვერ უნდა გრძნობდეს და შესაძლოა, ახალ კლუბზეც კი ფიქრობს. პრესაში საუბრობენ გონსალო იგუაინის ვარიანტზეც, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ნაპოლიმ" საუკეთესო ფეხბურთელი და მთავარი დამრტყმელი ძალა კონკურენტ კლუბში გაუშვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული