როგორც იტალიური მედია იტყობინება, "ნაპოლის" ხელმძღვანელობა უკვე შეხვდა იკარდის აგენტს და მოლაპარაკებებიც გამართა. ნეაპოლელები იკარდის 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, ხელფასის სახით კი არგენტინელი წლიურად 5-6 მლნ ევროს მიიღებს.
თუ მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს, იკარდის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 100 მლნ ევრო ჩაიწერება.