ანტონიო კანდრევა: თითქმის "ინტერის" ფეხბურთელი ვარ

AutoSharing Option
პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ანტონიო კანდრევა "ინტერში" გააგრძელებს კარიერას.

29 წლის შემტევმა ნახევარმცველმა "ტვიტერში" მოკლე, მაგრამ მრავლისმთქმელი კომენტარი გააკეთა: "მე თითქმის "ინტერის" ფეხბურთელი ვარ".

"გაზეტა დელო სპორტის" მტკიცებით, "ინტერს" და "ლაციოს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. კანდრევას სანაცვლოდ, რომაული კლუბი 21 მილიონ ევროს მიიღებს და კიდევ 4 მილიონი შესაძლოა ბონუსების სახით გამოიმუშავოს. თავად ფეხბურთელი ახალ კლუბთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის განმავლობაში სეზონურად 2,7 მილიონ ევროს მიიღებს.

აქვე ვთქვათ, რომ სერია A-ს გასულ გათამაშებაში კანდრევამ 30 მატჩი გამართა, 10 გოლი შეაგდო
და 4 საგოლე პასი მიითვალა აქტივში. ანტონიო იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა, იქ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორივეში კარგი შთაბეჭფილება დატოვა. შვედეთთან მატჩში ანტონიომ ტრავმა მიიღო, რის გამოც ესპანეთთან და გერმანიასთან შეხვედრების გამოტოვება მოუხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული