8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის "სერია A"-ს მე-15 ტურში "სტადიო ოლიმპიკოზე" დრამატული შეხვედრა და ბევრი გოლი ვიხილეთ - "ლაციომ" "უდინეზესთან" გამარჯვება მსაჯის მიერ დამატებულ მე-9 წუთზე ხელიდან გაუშვა - 4:4.

რომაელები 32-ე წუთისთვის უკვე ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ - სტუმართა ფორვარდმა, პორტუგალიელმა ბეტომ დუბლი შეასრულა. "ლაციომ" ლიდერ იმობილეს მეშვეობით ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, თუმცა ტაიმის ბოლომდე უდინელებმა სტატუს-კვო აღადგინეს - დეულეფეუს პასით არგენტინელმა მოლინამ გაიტანა.

რომაელებმა, ტრადიციულად, ბოლომდე იბრძოლეს და 5-წუთიან მონაკვეთში პედრომ და მილინკოვიჩ-სავიჩმა ანგარიში გაათანაბრეს.

ეს დრამის მხოლოდ დასაწყისი იყო - ჯერ გუნდები
10-10 ფეხბურთელის ამარა დარჩნენ - მასპინძელთა ესპანელი მცველი პატრიკი და სტუმართა მხრიდან გოლის ავტორი მოლინა გააძევეს. აჩერბიმ "ლაციალე" 79-ე წუთზე დააწინაურა. არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე კი ჯერ 31 წლის ვეტერანმა გერმანელმა არსლანმა სტუმრებს ქულა გადაურჩინა, მალე კი უდინელთა ბრაზილიელი მცველი უოლესიც გააძევეს.

აღსანიშნავია, რომ "ლაციომ" გასულ ტურშიც ამდენივე გოლი გაუშვა (0:4 "ნაპოლისთან"). მაურისიო სარის გუნდი 22 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს და 5 დეკემბერს "სამპდორიას" ესტუმრება, მე-14 ადგილოსანი "უდინეზე" კი 6 დეკემბერს "ემპოლის" სტუმრობს.

alt"მანჩესტერის" ღირსეული პასუხი "არსენალის" უტიფრობაზე და რონალდოს სუპერრეკორდი [VIDEO]

altნაახალწლევს "ნიუკასლი" გაძლიერდება

alt"იბრას" მშვენიერი გოლი და "სასუოლოს" ბოლო წუთების დრამა [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან გახშირდა წითელი ბარათები ამ ბოლო დროს? თუ მე მეჩვენება?
პელე
13:52 03-12-2021
0

სიახლეები პოპულარული