რეკორდული ზაფხული - ტრანსფერები სერია A-ში

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დაახლოებით ორი კვირაა დარჩენილი და ამ დროში, ალბათ, კიდევ ბევრი საინტერესო გარიგება შედგება.

ტრადიციულად, კლუბები ბოლო დღეებში განსაკუთრებულად აქტიურობენ და ტრანსფერებიც ერთიმეორის მიყოლებით "იჩარხება". თუმცა, აქამდეც ბევრი საინტერესო, რამდენიმე კი სუპერტრანსფერიც შედგა...

ყურადღების ცენტრშია "იუვენტუსი", რომელმაც ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი დაიმატა, თუმცა პოლ პოგბასა და ალვარო მორატას სახით, ორი წამყვანი ფიგურა დაკარგა. პოგბასა და გონსალო იგუაინის ტრანსფერები მაინც ცალკე აღნიშვნის ღირსია.

23 წლის ფრანგის სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედმა" 105 მილიონი ევრო გადაიხადა და ამით ახალი რეკორდი დამყარდა. სამაგიეროდ,
ტურინულმა გრანდმა 28 წლის იგუაინში 90 მილიონი ევრო გადაიხადა და ეს უკვე იტალიური რეკორდია. მოკლედ, ახალ სეზონს "ვეკია სენიორა" პოგბას გარეშე, თუმცა იგუაინით ხვდება.

ბოლო დღეებში საინტერესოდ განვითარდა მოვლენები სხვა კლუბებშიც. მაგალითად, "ინტერმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რობერტო მანჩინი გაუშვა და მის შემცვლელად ფრანკ დე ბური მიიყვანა. მილანურმა გრანდმა "ლაციოდან" ანტონიო კანდრევაც დაიმატა და ეს უდავოდ გაძლიერებას ნიშნავს.

ახალი თავდამსხმელი ჰყავს "ნაპოლის" - პოლონელი არკადიუშ მილიკი. რამდენად შეცვლის ის იგუაინს, რთული სათქმელია, მაგრამ კლასი არც მას დაეწუნება.

"სასუოლომ" ნიკოლა სანსონე გაუშვა "ვილიარეალში", რაც შეტევის აშკარა შესუსტებაა და ერთობ მოულოდნელია, რადგან "ნერივერდე" ევროპალიგაზე ასპარეზობს და ჯგუფში მოხვედრის შანსი
აქვს...

"ემპოლიმ" "პალერმოდან" ვეტერანი ფორვარდი ალბერტო ჯილარდინო დაიმატა. მის გარდა, სიცილიელებმა ფრანკო ვასკესიც ("სევილიაში" წავიდა) დაკარგეს. "პალერმო" ვერც გასულ სეზონში ბრწყინავდა და ამ ზაფხულს კიდევ უფრო დასუსტდნენ. თუ მაურიციო ძამპარინიმ სატრანსფერო "დედლაინამდე" დარჩენილ დროში ვერავინ იყიდა, ეს გუნდი, ალბათ, გავარდნის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი იქნება.

ახლა კი სერია A-ს ერთიან სატრანსფერო სურათს გადავხედოთ:

იუვენტუსი

წავიდნენ:
მორატა (რეალი, ესპანეთი), პადოინი (კალიარი), განცი (ვერონა), ლეალი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), სპინაცოლა (ატალანტა), ტელიო (ემპოლი), რუბინიო (თავისუფალი აგენტი), კასერესი (თავისუფალი აგენტი), პოგბა (მანჩესტერი, ინგლისი), ისლა (კალიარი), პასკუატო (კრილია სოვეტოვი, რუსეთი).
მივიდნენ: პიანიჩი (რომა), პიაცა (დინამო, ხორვატია), ბენატია (ბაიერნი, გერმანია), დანი ალვეში (ბარსელონა), იგუაინი (ნაპოლი).
ნაპოლი
წავიდნენ: სუნიგა (უოტფორდი, ინგლისი), იგუაინი (იუვენტუსი), ანდუხარი (ესტუდიანტესი).
მივიდნენ: ტონელი (ემპოლი), ჯაკერინი (სანდერლენდი, ინგლისი), კონტინი (სპალ), მილიკი (აიაქსი, ჰოლანდია), ზელინსკი (უდინეზე).

რომა

წავიდნენ: პიანიჩი (იუვენტუსი), ლიაიჩი (ტორინო), დოდო (ინტერი), სანაბრია (ბეტისი, ესპანეთი), პოლიტანო (სასუოლო), დუმბია (ბაზელი, შვეიცარია), ზუკანოვიჩი (ატალანტა), კასტანი (სამპდორია), კრეშენცი (პესკარა), იაგო (ტორინო), დე სანკტისი (მონაკო, საფრანგეთი), მაიკონი (თავისუფალი აგენტი), კეიტა (თავისუფალი აგენტი), ვერდე (აველინო).
მივიდნენ: ჟერსონი (ფლუმინენსე, ბრაზილია), ალისონი (ინტერნასიონალი, ბრაზილია), მარიო რუი (ემპოლი), ნურა (სპეცია), ჟუანი (ინტერი), სეკი (ლაციო), ფასიო (ტოტენჰემი, ინგლისი), ვერმაელენი (ბარსელონა).

ინტერი
წავიდნენ: ბირაგი (პესკარა), ჟუანი (რომა), კაპრარი (პესკარა), მანაი (პესკარა), დიმარკო (ემპოლი), გიამფი (ბენევენტო), პოპა (სარაგოსა, ესპანეთი), ლაქსალტი (ჯენოა), ბეკა (ვერონა).
მივიდნენ: დოდო (რომა), ერქინი (ფენერბაჰჩე, თურქეთი), ბანეგა (სევილია, ესპანეთი), კანდრევა (ლაციო), ანსალდი (ჯენოა).

ფიორენტინა
წავიდნენ: ვოლსკი (ლეგია, პოლონეთი), ფაცი (კროტონე), პასკუალი (ემპოლი), რებიჩი (აინტრახტი, გერმანია), რონკალია (სელტა, ესპანეთი), სკეტინო (სევილია).
მივიდნენ: ასტორი (კალიარი), დრონგოვსკი (იაგელონია, პოლონეთი), დიკსი (ვიტესი, ესპანეთი), ჰაჯი (ვიტორული, რუმინეთი), ტოლედო (ველესი, არგენტინა), სანჩესი (ასტონ ვილა, ინგლისი).

მილანი
წავიდნენ: ვერდი (ბოლონია), მასტური (ზვოლე, ჰოლანდია), შიმიჩი (მუსკრონი, ბელგია), დი მოლფეტა (პრატო), მექსე (თავისუფალი აგენტი), ალექსი (თავისუფალი აგენტი), ბოატენგი (თავისუფალი აგენტი), აბიატი (კარიერა დაასრულა), მენეზი (ბორდო, საფრანგეთი), აგაცი (ჩეზენა).
მივიდნენ: ლაპადულა (პესკარა), ვანიონი (რივერ პლეიტი, არგენტინა), ოდუამადი (ჰიკ, ფინეთი), გომესი (ლანუსი, არგენტინა).

ლაციო
წავიდნენ: ჯენტილეტი (ჯენოა), კლოზე (თავისუფალი აგენტი), კონკო (თავისუფალი აგენტი), ბრააფჰეიდი (თავისუფალი აგენტი), მაური (თავისუფალი აგენტი), გუერერი (ტრაპანი), სეკი (რომა), კანდრევა (ინტერი), ონაზი (ტრაბზონსფორი, თურქეთი).
მივიდნენ: ჯ. ლუკაკუ (ოსტენდე, ბელგია), იმობილე (ტორინო), უოლესი (ბრაგა, პორტუგალია), ლაიტნერი (დორტმუნდი, გერმანია), ვარგიჩი (რიეკა, ხორვატია).

სასუოლო
წავიდნენ: ვრსალიკო (ატლეტიკო, ესპანეთი), სანსონე (ვილიარეალი, ესპანეთი), ლონგი (პიზა).
მივიდნენ: პოლიტანო (რომა), დანკანი (სამპდორია), ლეტსკერტი (უტრეხტი, ჰოლანდია).

კიევო
წავიდნენ: ედიმარი (კრუზეირო, ბრაზილია), ბისარი (პესკარა), პინცი (ბრეშა).
მივიდნენ: ჩინელი (კალიარი), სორენტინო (პალერმო), დაპრელა (კარპი).

ჯენოა
წავიდნენ: დე მაიო (ანდერლეხტი, ბელგია), უიკანი (პიზა), ანსალდი (ინტერი), პანაიოტისი (ტორინო), კალელი (ანდერლეხტი, ბელგია).
მივიდნენ: ლაქსალტი (ინტერი), ველოზუ (დინამო, უკრაინა), ჯენტილეტი (ლაციო), რენცეტი (ჩეზენა), ოკამპოსი (მარსელი, საფრანგეთი).

ემპოლი
წავიდნენ: ტონელი (ნაპოლი), მარიო რუი (რომა).
მივიდნენ: პასკუალი (ფიორენტინა), ტელიო (იუვენტუსი), დიმარკო (ინტერი), პერეირა (კორინთიანსი, ბრაზილია), ჯილარდინო (პალერმო), ბელუში (ლიდსი, ინგლისი), სკორუპსკი (რომა).

ტორინო
წავიდნენ: კასტელაცი (კარიერა დაასრულა), გლიკი (მონაკო), სანჩესი (ინდიპენდიენტე, არგენტინა), პრიიმა (ფროზინონე), გაცი (პალერმო).
მივიდნენ: იაგო (რომა), ლიაიჩი (რომა), ბოიე (რივერ პლეიტი, არგენტინა), აიეტი (ფროზინონე), ლუკიჩი (პარტიზანი, სერბეთი), პანაიოტისი (ჯენოა).

ატალანტა
წავიდნენ: დე რონი (მიდლსბრო, ინგლისი), ჩიგარინი (სამპდორია), კანინი (პარმა), ბელინი (კარიერა დაასრულა), კონტინი (კარიერა დაასრულა), გუანო (თავისუფალი აგენტი), ბორიელო (თავისუფალი აგენტი), ბეტანკური (თავისუფალი აგენტი).
მივიდნენ: ზუკანოვიჩი (რომა), პალოსკი (სუონსი, ინგლისი).

ბოლონია
წავიდნენ: ბრიგი (პერუჯა), სუკულინი (ვერონა), კონსტანტი (თავისუფალი აგენტი), მორლეო (თავისუფალი აგენტი), სტოიანოვიჩი (თავისუფალი აგენტი).
მივიდნენ: ვერდი (მილანი), კრეიჩი (სპარტა, ჩეხეთი), ნადი (ფერენცვაროში, უნგრეთი), დი ფრანჩესკო (ლანჩანო), ბოლდორი (ლანჩანო).

სამპდორია
წავიდნენ: ფერნანდო (სპარტაკი, რუსეთი), სორიანო (ვილიარეალი, ესპანეთი), კორეა (სევილია, ესპანეთი), მოისანდერი (ვერდერი, გერმანია), კრსტიჩიჩი (ალავესი, ესპანეთი), ბონაცოლი (ბრეშა), კასანი (ბარი), დიაკიტე (თავისუფალი აგენტი).
მივიდნენ: ჩიგარინი (ატალანტა), ლინეტი (ლეხი, პოლონეთი), ბუდიმირი (კროტონე), პავლოვიჩი (გრასჰოპერსი, შვეიცარია), ჯურიჩიჩი (ბენფიკა, პორტუგალია).

უდინეზე
წავიდნენ: ზელინსკი (ნაპოლი), დი ნატალე (თავისუფალი აგენტი), ლოპესი (ინტერნასიონალი, ბრაზილია), ტორჟე (ტერეკი, რუსეთი), დომიცი (ვენეცია), ბრკიჩი (პაოკ, საბერძნეთი), მერკელი (პიზა), სანტოსი (დეპორტივო, ესპანეთი), სილვა (გრანადა, ესპანეთი), მერეტი (სპალ).
მივიდნენ: ფოფანა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), დე პაული (ვალენსია, ესპანეთი), ევანდრო (სან პაულო, ბრაზილია), ჰარბაუი (ლოკერენი, ბელგია), პენიარანდა (უოტფორდი, ინგლისი), კინგი (გრანადა, ესპანეთი).

პალერმო
წავიდნენ: სორენტინო (კიევო), ჯილარდინო (ემპოლი), ვასკესი (სევილია), მაკენოკი (პრესტონი, ინგლისი), ელ ქაუთარი (ბასტია, საფრანგეთი), მარესკა (თავისუფალი აგენტი).
მივიდნენ: რაიკოვიჩი (დარმშტადტი, გერმანია), ალეასამი (გიოტებორგი, შვედეთი), გაცი (ტორინო).

კალიარი
წავიდნენ: ჩინელი (კიევო), იბაბო (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), დელ ფაბრო (პიზა), კრანიო (ბენევენტო), ჩოპი (სპორტინგი, ესპანეთი).
მივიდნენ: პადოინი (იუვენტუსი), იონიცა (ვერონა), ალვეში (ფენერბაჰჩე, თურქეთი), ისლა (იუვენტუსი), რაფაელი (ვერონა), ბორიელო (თავისუფალი აგენტი).

კროტონე
წავიდნენ: ბუდიმირი (სამპდორია), მოდესტო (თავისუფალი აგენტი), შარიჩი (სპლიტი, ხორვატია).
მივიდნენ: ჩეკერინი (ლივორნო), ტონევი (ფროზინონე), როდენი (ელფსბორგი, შვედეთი).

პესკარა
წავიდნენ: კაპრარი (ინტერი), ლაპადულა (მილანი).
მივიდნენ: ბირაგი (ინტერი), ბისარი (კიევო), ფიორილო (იუვენტუსი), კრისტანტე (ბენფიკა, პორტუგალია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული