სერია A. I ტური: იგუაინის გოლით [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს 2016/17 წლების გათამაშებამ სტარტი აიღო და დაიწყო მარათონი, რომელიც მაისის ბოლომდე გასტანს. პირველი შეხვედრა "სტადიო ოლიმპიოზე" შედგა, სადაც "რომამ" "უდინეზეს" უმასპინძლა, მეორე მატჩში კი "იუვენტუსი" "ფიორენტინას" დაუხვდა. მიმოხილვის დიდი ნაწილი სწორედ ამ პაექრობებს დაეთმობა.

დამაჯერებელი სტარტი
"რომამ" აშკარა უპირატესობით წარმართა "უდინეზესთან" შეხვედრა და სრულიად ლოგიკურად, პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს, რომელთაგან თითო ედინ ჯეკოსა და მოჰამედ სალაჰის ანგარიშზეა, დუბლი კი დიეგო პეროტიმ მიითვალა აქტივში.

ისიც ვთქვათ, რომ პეროტიმ ორივე გოლი თერთმეტმეტრიანით
გაიტანა. საგულისხმოა, რომ "ჯალოროსიმ" ოთხივე გოლი მეორე ტაიმში შეაგდო, პირველ ნახევარში კი მათ უდიდეს უპირატესობას და უამრავ მომენტს შედეგი არ მოჰყოლია.

სპალეტიმ 4-3-3 ტაქტიკა შეარჩია და ეს ის სქემაა, რომელსაც მწვრთნელი გასულ სეზონშიც იყენებდა. შეტევის ფლანგებზე სტეფან ელ შაარავი და მოჰამედ სალაჰი ვიხილეთ, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი - ედინ ჯეკო. პეროტი მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში და მატჩის ერთ-ერთ გმირად იქცა. ნახევარდაცვაში მოულოდნელი სამეული ვიხილეთ პარედესის, ნაინგოლანის და სტროტმანის შემადგენლობით, დანიელე დე როსი კი თადარიგში დარჩა. რეზერვში იყო ფრანჩესკო ტოტიც და თამაშის საშუალება არ მისცემია.

მთლიანობაში, "რომამ" ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და აშკარად იგრძნობა, რომ ამ გუნდს კიდევ უფრო მეტი შეუძლია. არის რესურსი, რომლითაც "ჯალოროსის" უმაღლესი მიზნისთვის შეუძლია ბრძოლა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...

ლუჩანო სპალეტი (რომა): "პირველ ტაიმში "უდინეზე" ძალიან კარგად თამაშობდა, ორგანიზებულად იცავდა თავს და სახიფათოდ გადმოდიოდა კონტრშეტევებზე, ჩვენ კი ვჩქარობდით და დამაგვირგვინებელ ფაზაში ვცოდავდით. მეორე ნახევარში დავლაგდით, ჩვენი თამაში ვიპოვეთ, მეტოქესაც დაღლა დაეტყო და გოლებიც გავიდა. საბედნიეროდ, პირველი სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში და ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ. მანოლასმა ტკივილი იგრძნო ფეხში და იმიტომ შევცვალე, პარედესის თამაშით კი კმაყოფილი ვარ და არ ვიცი, რატომ ელოდება პრესა, რომ ის გუნდს დატოვებს".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"იუვეს" რთული გამარჯვება
ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც "იუვენტუსმა" "ფიორენტინას" უმასპინძლა. პრინციპული მეტოქეების ჯახი დაძაბული, სანახაობრივი და მთლიანობაში, ძალიან საინტერესო გამოდგა.

მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ტურინელები ფლობდნენ, მაგრამ არც ფლორენციელები იდგნენ ყრუ დაცვაში და პერიოდულად, თავიანთი თამაშიც მიჰყავდათ. "ფიორენტინა" ბურთის გაკონტროლებას ცდილობდა და ამად იყო, რომ ამ კომპონენტში დიდად არ ჩამორჩა მრისხანე მეტოქეს.

მასიმილიანო ალეგრიმ 3-5-2 ტრაქტიკა აირჩია - დაცვაში ნაცადი ტრიო დააყენა ბარძალის, ბონუჩის და კიელინის შემადგენლობით, ნახევარდაცვის ცენტრში ხედირა, ლემინა და ასამოა ვიხილეთ, ფლანგებზე - დანი ალვეში და ალექს სანდრო, შეტევაში კი - დიბალა და მანჯუკიჩი. დიახ, გონსალო იგუაინი თადარიგში დარჩა, მაგრამ სწორედ ის გახდა მატჩის გმირი, როდესაც შეცვლაზე ჩაერთო თამაშში, გადამწყვეტი გოლი შეაგდო და "იუვეს" პირველი სამი ქულა მოუტანა. იგუაინმა დამატებაზე ივარგა და ფლორენციელთა მეკარეს მახვილი კუთხიდან შეუგდო. იქამდე, გუნდებმა გოლები გაცვალეს და ჯერ სამი ხედირამ შეაგდო თავური დარტყმით, შემდეგ იგივე ნიკოლა კალინიჩმაც გააკეთა.

მთლიანობაში, "იუვენტუსმა" დაიმსახურა ეს მოგება და პირველი ქულები ჩაიწერა აქტივში. თქმა არ სჭირდება, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდი სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტია.

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ვაჯობეთ მეტოქეს და შეგვეძლო, რომ უფრო დიდი ანგარიშითაც მოგვეგო. მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ ოპტიმალურ ფორმაში, კარგი მატჩი გვქონდა და მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ. გონსალო იგუაინი უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ორი კვირის წინ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. მიუხედავად ყველაფრისა, მას ნახევარი მომენტიც ჰყოფნის იმისთვის, რომ გოლი შეაგდოს და ეს განსაკუთრებული ნიჭია. პირველმა გამარჯვებამ გამახარა, თუმცა წინ დიდი ბრძოლებია. ჩემპიონატის მოგება იმაზე უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პირველი ჰეთ-თრიკი
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში პირველი ჰეთ-თრიკი კარლოს ბაკამ შეასრულა, რომელმაც "ტორინო" დაცხრილა და "მილანს" სამი ქულა მოუტანა. "სან სიროზე" მართლაც საინტერესო, დაძაბული და უხვგოლიანი მატჩი შედგა...

"მილანში" გარდამავალი პერიოდია - კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს, რომელიც ოფიციალურად საქმეს ნოემბერში შეუდგება, იქამდე კი პრეზიდენტის პოსტს ისევ სილვიო ბერლუსკონი იკავებს, რომელიც ამ ზაფხულს რომ ტრანსფერებში ფულს არ დახარჯავდა, ცხადზე უცხადესი იყო.

მოკლედ, "მილანი", პრაქტიკულად, არ გაძლიერებულა, თუმცა გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს ვინჩენცო მონტელას სახით, რომელმაც ჩემპიონატი მოგებით დაიწყო. ბაკას გოლებს ტურინელებმა ორი შედეგიანი დარტყმით უპასუხეს და "როსონერიმ" პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

მატჩის შემდეგ მონტელამ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გუნდის თამაშში ბევრი წუნია და წინ დიდი სამუშაოა შესასრულებელი...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სერია A. I ტური
20 აგვისტო
რომა-უდინეზე 4:0
გოლები: 1:0 პეროტი (65-პენ.), 2:0 პეროტი (75-პენ.), 3:0 ჯეკო (82), 4:0 სალაჰი (84)
რომა (4-3-3): სჩესნი - პერესი, მანოლასი (80. ფაციო), ვერმაელენი, ემერსონი (76. ჟუანი) - პარედესი, ნაინგოლანი, სტროტმანი - სალაჰი, ელ შაარავი (57. პეროტი), ჯეკო
უდინეზე (3-5-1-1): კარნეზისი - ერტო (52. ანჯელა), დანილო, სამირი - ვუდმერი, ბადუ, ალფრედსონი, ფოფანა (79. ლოდი), ალი ადნანი - დე პაული (68. პანარანდა) - საპატა
გაფრთხილება: დანილო, სამირი (უდინეზე)
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 20-6 (9-1); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 30 000

იუვენტუსი-ფიორენტინა 2:1
გოლები: 1:0 ხედირა (37), 1:1 კალინიჩი (70), 2:1 იგუაინი (75)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ალვეში, ხედირა (88. ერნანესი), ლემინა, ასამოა, სანდრო - დიბალა (85. ევრა), მანჯუკიჩი (66. იგუაინი)
ფიორენტინა (3-4-3): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო, ასტორი - ბერნარდესკი, ვესინო, ბადელი (65. სანჩესი), ალონსო - კიეზა (46. ტელიო), ილიჩიჩი (80. როსი), კალინიჩი
გაფრთხილება: ბარძალი - ტომოვიჩი, ვესინო, კალინიჩი
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 12-4 (5-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 38 000

21 აგვისტო
მილანი-ტორინო 3:2
გოლები: 1:0 ბაკა (38), 1:1 ბელოტი (48), 2:1 ბაკა (50), 3:1 ბაკა (62-პენ.), 3:2 ბაზელი (90)
მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე, პალეტა, რომანიოლი, ანტონელი - კუცკა, მონტოლივო, ბონავენტურა (73. ბერტოლაჩი - 78. პოლი) - სოსა, ნიანგი, ბაკა (87. ლუის ადრიანო)
ტორინო (4-3-3): პადელი - დე სილვესტრი, როსეტინი, მორეტი, მოლინარო - ვივესი (58. ლოპესი), ობი (69. ბაზელი), ასკუა - ლიაიჩი (28. ბოიე), მარტინესი, ბელოტი
გაფრთხილება: როსეტინი, ობი, მარტინესი (ტორინო)
გაძევება: პალეტა (90. მილანი)
კუთხური: 10-10; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 9-14 (7-6); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 40 000

ატალანტა-ლაციო 3:4
გოლები: 0:1 იმობილე (15), 0:2 ჰოედტი (20), 0:3 ლომბარდი (33), 1:3 კესიე (63), 2:3 კესიე (67), 2:4 კატალდი (89), 3:4 პეტანია (90)
ატალანტა (3-4-3): სპორტიელო - რაიმონდი, ტოლოი, ზუკანოვიჩი (79. პეტანია) - კონტი, კასიე, კურტიჩი (86. გალიარდინი), დრამე (43. დალესანდრო) - სპინაცოლა, გომესი, პალოსკი
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, ჰოედტი, ლუკაკუ - პაროლო, ბილია, სავიჩი (87. კატალდი) - ლომბარდი (70. უოლასი), კიშნა (65. ჯორჯევიჩი), იმობილე
გაფრთხილება: კონტი, რაიმონდი - ლუკაკუ
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 5-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12-8 (6-6); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 20 000

ბოლონია-კროტონე 1:0
გოლი: 1:0 დესტრო (86)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - კრაფტი, გასტალდელო, მაიეტა (55. ოიკონომუ), მაზინა - ტაიდერი, პულგარი, ნაგი (79. ჯემაილი) - კრეიჩი, ვერდი (56. რიცო), დესტრო
კროტონე (3-4-3): კორდაცი - ჩეკერინი, კლეიტონი, ფერარი - სამპირიზი, როდენი, სალძანო, მარლეტა (84. ფაცი) - პალადინო, სტოიანი (81. დე ჯორჯო), ნვანკვო
გაფრთხილება: პულგარი - როდენი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 7-17; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 16-3 (6-0); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 22 000

კიევო-ინტერი 2:0
გოლები: 1:0 ბირსა (49), 2:0 ბირსა (81)
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - კაჩატორე, ცეზარი, დაინელი, გობი - კასტრო (62. რიგონი), რადოვანოვიჩი, ჰეტემაი - ბირსა (88. პარიჯინი) - ინგლეზე, მეჯორინი (77. პელისიერი)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, რანოკია, მირანდა, ნაგატომო - კონდოგბია, მედელი - კანდრევა (60. პერიშიჩი), ბანეგა (70. ბროზოვიჩი), ედერი (75. პალასიო) - იკარდი
გაფრთხილება: რადოვანოვიჩი, მეჯორინი - დამბროზიო, მედელი, კონდოგბია, ბროზოვიჩი
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 11-12 (4-6); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 16 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ემპოლი-სამპდორია 0:1
გოლი: 0:1 მურიელი (37)
ემპოლი (4-3-1-2): პელაგოტი - ლაურინი, კოსტა, კოშიჩი, პასკუალი - ტელიო (46. კრანიჩი), მაიელო (60. კროჩე), ბუჩელი (81. ჯილარდინო) - საპონარა - მაკარონე, პუჩარელი
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - სალა, სილვესტრი, რეჯინი, პავლოვიჩი - ტორეირა, ლინეტი, ალვარესი (61. შჩიკი) - ბარეტო (86. ერამო) - მურიელი (75. ბუდიმირი), კვალიარელა
გაფრთხილება: პელაგოტი, ბუჩელი, საპონარა - ვივიანო, პავლოვიჩი, ბარეტო, ლინეტი
გაძევება: მაკარონე (84. ემპოლი)
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 16-33; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 7-13 (3-6); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 14 000

ჯენოა-კალიარი 3:1
გოლები: 0:1 ბორიელო (66), 1:1 ნიჩამი (78), 2:1 ლაქსალტი (79), 3:1 რიგონი (88)
ჯენოა (3-4-3): ლამანა - იძო, ბურდისო, ჯენტილეტი - ლაზოვიჩი (90. ფლამოცი), ველოზო, რინკონი, ლაქსალტი - ოკამპოსი (83. რიგონი), პანდევი (62. ნიჩამი), პავოლეტი
კალიარი (3-5-2): სტორარი - ჩეპიტელი, ალვეში, კაპუანო (82. პაჩი) - ისლა, პადოინი, დი ჯენარო (69. მუნარი), იონიცა, მურუ - საუ (73. ჯანეტი), ბორიელო
გაფრთხილება: ბურდისო, იძო, ველოზო, რიგონი - იონიცა, ბორიელო, მუნარი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 17-5 (6-4); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 22 000

პალერმო-სასუოლო 0:1
გოლი: 0:1 ბერარდი (31-პენ.)
პალერმო (3-4-3): პოსავეცი - ციონეკი, ვიტიელო (81. ემბალო), რაიკოვიჩი - რისპოლი, ჰილემარკი, გაცი, ალეესამი - ბენტივენია (69. სალაი), ბალოგი (56. ნესტოროვსკი), კუაიზონი
სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, აჩერბი, ანტეი, პელუზო - მაციტელი (72. ბიონდინი), მანიანელი, სენსი - პოლიტანო (85. ადაპონგი), ბერარდი, დეფრელი (75. ფალჩინელი)
გაფრთხილება: კუაიზონი - კონსილი, მაციტელი
გაძევება: რაიკოვიჩი (90. პალერმო)
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 3-17 (2-8); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 18 000

პესკარა-ნაპოლი 2:2
გოლები: 1:0 ბენალი (8), 2:0 კაპრარი (35), 2:1 მერტენსი (60), 2:2 მერტენსი (63)
პესკარა (4-3-2-1): ბიძარი - ძამპანო, გომბერი, კოდა (71. ზუპარიჩი), ბირაგი - კრისტანტე, ბრუგმანი (86. კრეშენცი), მემუშა (64. მანაი) - ბენალი, ვერე - კაპრარი
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ვალდიფიორი, ჰამშიკი (71. ზელინსკი) - ინსინიე (53. მერტენსი), კალეხონი, გაბიადინი (53. მილიკი)
გაფრთხილება: ბიძარი, გომბერი, ბრუგმანი - ალბიოლი, მერტენსი
კუთხური: 3-9; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 6-12 (4-4); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 16 000

მომდევნო ტური
27 აგვისტო:
ლაციო-იუვენტუსი, ნაპოლი-მილანი

28 აგვისტო:
ინტერი-პალერმო, კალიარი-რომა, კროტონე-ჯენოა, ფიორენტინა-კიევო, სამპდორია-ატალანტა, სასუოლო-პესკარა, ტორინო-ბოლონია, უდინეზე-ემპოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული