მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ ჩინურ ინვესტიციას ჯადოსნური ჯოხის ეფექტი არ აქვს და ამ ფულს ჭკვიანურად უნდა გამოყენება. არადა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ლამის საათები დარჩა და მოასწრებს თუ არა "ინტერი" შემადგენლობის ხარისხის აწევას, რთული სათქმელია.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მზადდება მარსელო ბროზოვიჩისა და სესკ ფაბრეგასის გაცვლა. 23 წლის ხორვატი
ამ დროს, "გაძეტა დელო სპორტი" ამტკიცებს, რომ ბროზოვიჩი "ჩელსის" მწვრთნელ ანტონიო კონტეს მოსწონს, ხოლო მეორე მხრივ, იტალიელი სპეციალისტი უკმაყოფილოა ფაბრეგასით და არ არის წინააღმდეგი, 29 წლის ნახევარმცველს გზა დაულოცოს.
თუ ყველაფერი ისეა, როგორც "გაძეტა" წერს, მაშინ გაცვლა რეალურ ვარიანტად მოჩანს, თუმცა ფაბრეგასი საწინააღმდეგოს ამტკიცებს - კონტეს ჩემი აბარგება არ მოუთხოვიაო:
"იმის საპასუხოდ, რაც მედიაში იწერება, უნდა ვთქვა - კონტესთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მას არასოდეს უთქვამს ჩემთვის, რომ არ ვჭირდები.
პირიქით, მან მითხრა, რომ ჩემი იმედი აქვს. ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებ "ჩელსისთვის" და ყველანაირად ვეცდები, გუნდის წარმატებებში ჩემი წვლილიც შევიტანო", - ამბობს სესკი, რომელიც, სხვათა შორის, ესპანეთის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ ესპანეთის ნაკრებში არ გამოიძახა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"