"ნაპოლი" ჯექსონ მარტინესს უმიზნებს

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" მესვეურებმა ჯექსონ მარტინესს დაადგეს თვალი და იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას მის გადაბირებას შეეცდებიან.

30 წლის კოლუმბიელი ფორვარდი "გუანჯუ ევერგრანდის" ღირსებას იცავს, სადაც მადრიდის "ატლეტიკოდან" გადაბარგდა. ესპანეთში ჯექსონს არ წაუვიდა თამაში და მალევე მიაშურა აზიას, იქამდე "პორტუში" ასპარეზობდა და იქ კი ნამდვილად ბრწყინავდა.

"ნაპოლი" არკადიუშ მილიკის შემცვლელს ეძებს და მარტინესი ერთ-ერთი ვარიანტია. თავად ფეხბურთელმა უკვე განაცხადა, რომ ევროპაში სიამოვნებით დაბრუნდება და იტალია მისთვის საინტერესო ვარიანტია. თუმცა, თუ კოლუმბიელს "ნაპოლიში" სურს ასპარეზობა, ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას უნდა
დათანხმდეს - ჩინეთში ჯექსონი წელიწადში 12 მილიონ ევროს იღებს, "ნაპოლი" კი 4 მილიონზე მეტს ვერ შესთავაზებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული