ინგლისის ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ახალ პოსტზე თავისი პირველი შემადგენლობა დაასახელა.
"სამი ლომი" მსოფლიოს ჩემპიონატის უახლოეს საკვალიფიკაციო მატჩებში ჯერ მალტას უმასპინძლებს (8 ოქტომბერი), ხოლო შემდეგ (11 ოქტომბერი) სლოვენიას ეწვევა. საუთგეიტმა ასეთი არჩევანი გააკეთა:
მეკარეები: ფრეიზერ ფოსტერი (საუთჰემპტონი), ჯო ჰარტი (ტორინო, იტალია), ტომ ჰეტონი (ბარნლი)
მცველები: რაიან ბერტრანდი (საუთჰემპტონი), გარი კეჰილი (ჩელსი), ფილ იაგიელკა (ევერტონი), გლენ ჯონსონი (სტოკი), დენი როუზი (ტოტენჰემი), კრის სმოლინგი (მანჩესტერი), ჯონ სტოუნზი (სიტი), კაილი უოლკერი (ტოტენჰემი)
ნახევარმცველები: ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული),
თავდამსხმელები: უეინ რუნი (მანჩესტერი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერი), დენიელ სტარიჯი (ლივერპული), ჯეიმი ვარდი (ლესტერი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"