მუნდიალი 2018. II ტური. E ჯგუფი: რობერტ ლევანდოვსკის ჰეთ თრიკით [VIDEO]

AutoSharing Option
8 ოქტომბერს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფის სამი შეხვედრა გაიმართა.

ამ ჯგუფში ტურის ცენტრალური მატჩი პოლონეთსა და დანიას შორის შედგა. რობერტ ლევანდოვსკის ჰეთ თრიკის წყალობით, 48-ე წუთისთვის მასპინძლები 3:0-ს იგებდნენ, თუმცა მერე სიტუაცია დაიძაბა, ჯერ კამილ გლიკმა ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში, შემდეგ კი იუსუფ პოულსენმა გაიტანა, მაგრამ დანიამ მეტი ვეღარ შეძლო - 3:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სომხეთის ნაკრებმა პირველ ნახევარ საათში გაუშვა 4 გოლი რუმინეთისგან და მეორე ტაიმში ერთიც მიამატა - 0:5. ასეთივე ანგარიშით მოუგო ჩერნოგორიამ ყაზახეთის სუსტ
გუნდს.

ჯგუფში სამ გუნდს, რუმინეთს, ჩერნოგორიასა და პოლონეთს 4-4 ქულა აქვს.

მუნდიალი 2018. II ტური. E ჯგუფი
სომხეთი-რუმინეთი 0:5
გოლები: 0:1 სტანკუ (4-პენ), 0:2 პოპა (10), 0:3 მარინი (12), 0:4 სტანჩუ (29), 0:5 ჩიპჩიუ (60)
გაძევება: მალაქიანი (3. სომხეთი)

ჩერნოგორია-ყაზახეთი 5:0
გოლები: 1:0 ტომაშევიჩი (24), 2:0 ვუკჩევიჩი (59), 3:0 იოვეტიჩი (64), 4:0 ბექირაი (73), 5:0 სავიჩი (78)

პოლონეთი-დანია 3:2
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (20), 2:0 ლევანდოვსკი (36), 3:0 ლევანდოვსკი (48), 3:1 გლიკი (49 ს. კ.), 3:2 ი. პოულსენი (69)

1. რუმინეთი - 4 ქულა; 2. ჩერნოგორია - 4; 3. პოლონეთი - 4; 4. დანია - 3; 5. ყახაზეთი - 1; 6. სომხეთი - 0.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული