ვარჯიშებზე დედას დაჰყავს - რას ამბობენ ფეხბურთელები კილიან მბაპეზე

AutoSharing Option
დანიელ სუბაშიჩი
"ყველა ლაპარაკობს მილიონებზე, რომელიც მბაპეს ელოდება, მაგრამ, ამასთან, ის ჯერაც დედას დაჰყავს ვარჯიშებზე".

ბენჟამენ მენდი
"ის ძლიერია PlayStation-ში. აქვს ნიჭი და ბევრს მუშაობს ვარჯიშებზე. არავის ბაძავს. მბაპეს საკუთარი თავი აბია მხრებზე. მასთან ფრთხილად უნდა იყო - კილიანს უყვარს სიცილი.
მან გარშემო შემოიკრიბა პატარა ბანდა, რომელშიც შევიდა ლოიკ ბადიაშილი ("მონაკოს" მესამე მეკარე). და მათი შეჩერება შეუძლებელია. მათ "დაუოკებელ ბავშვებს" ვეძახი, კილიანი კი - ეს არის ტომი პიკლზი (მულტსერიალის პერსონაჟი)".

ბერნარდო სილვა
"ის, რასაც 18 წლის ასაკში აკეთებს - დაუჯერებელია.
თავიდანვე ვიცოდით, რომ ის ოდნავ სხვანაირია. ამის მაგალითია მისი ბურთთან შეხება. ეს თამაში რაღაც განსაკუთრებულია".

ფაბინიო
"ვიცით, რომ ადრე თუ გვიან ის "რეალში" ან "ბარსელონაში" წავა, ან ასეთივე კალიბრის რომელიმე კლუბში. მაგრამ, სანამ ის ჩვენთან არის, ვეცდებით, ამისგან სარგებელი ვნახოთ".

ქარიმ ბენზემა
"მეუბნებოდნენ, რომ ის ფენომენალურია, ძალიან კარგი მოთამაშე. სიმართლე გითხრათ, ჯერ არ მინახავს საქმეში. ჩემი პირველი წელი რთული იყო, მისთვისაც არ არის იოლი. იმედია, რომ მისი კარიერა ბრწყინვალე იქნება".

უგო ლორისი
"მბაპემ თავისი ასაკისთვის არაჩვეულებრივი მოწიფულობა აჩვენა. მას დიდი მომავალი აქვს".

ანტუან გრიზმანი
"მბაპე ის არის, ვინც მე და პაიეს ნაკრების სათადარიგოთა სკამზე დაგვსვამს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლოიკ ბადიაშილი არის ქართველი ლუკა ბადრიაშვილი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული