თქვას დომენეკმა სიმართლე!

AutoSharing Option
ამას ლონდონის "ჩელსისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ნიკოლა ანელკა მოითხოვს. იგი აღიარებს, რომ რომ მუნდიალისას რაიმონ დომენეკს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ ფრანგულმა გამოცემებმა ეს ამბავი გაზვიადებულად გააშუქეს.

"ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემს პოზიციაზე თამაშის საშუალება არ მომცეს. ძალიან მინდა, დომენეკმა საჯაროდ თქვას, რომ მე მისი მისამართით ის სიტყვები არ გამომიყენებია, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა. კარგი იქნება, თუ მას საამისოდ ვაჟკაცობა ეყოფა", - ამბობს ანელკა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული