ბუნტის მოთავეები დაიბარეს

AutoSharing Option
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი "სამფეროვანთა" რიგებში მსოფლიოს ჩემპიონატისას მომხდარი სკანდალების გამოძიებას განაგრძობს. კომიტეტის მოსმენაზე საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი პატრის ევრა, ასევე ფრანკ რიბერი, ერიკ აბიდალი, ჟერემი ტულალანი და ნიკოლა ანელკა დაიბარეს. შეგახსენებთ, ანელკამ ნაკრების აწ უკვე ყოფილ თავკაც რაიმონ დომენეკს სამხრეთ აფრიკაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ზემოთ ჩამოთვლილი დანარჩენი ფეხბურთელები კი სანაკრებო ბუნტის მოწყობაში არიან ბრალდებულნი.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ეროვნული გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ნორვეგიასთან ამხანაგური მატჩისთვის მუნდიალზე ნამყოფი ერთი ფეხბურთელიც კი არ გამოიძახა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული