როგორც ჩანს, მოწინავე ევროპული ლიგებიდან ყველაზე დაძაბულად აღიარებული ფრანგული ლიგა 1 ამჯერადაც ბევრ საინტერესო სიურპრიზს გვპირდება - ამ უქმეებზე ჩემპიონატი საოცრად გაიხსნა - ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა შინ ლიგა 2-დან გადმოსულ "კაენთან" წააგო და ამით მოულოდნელობები არ ამოწურულა - კვირას წააგო "მარსელის" ერთ-ერთმა სავარაუდო კონკურენტმა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "ბორდომ", ვერ მოიგო შინ "ლიონმაც". მოკლედ, ფავორიტებმა საშინლად დაიწყეს - შარშანდელი სეზონის ტოპ ექვსეულის გუნდებიდან მხოლოდ "მონპელიემ" იმარჯვა. სამაგიეროდ, ჩემპიონატის სიმბოლურ ცხრილს თავში "პარი სენ ჟერმენი" წამოასკუპდა.
I ტურში ტრავმა მიიღო "ტულუზისა" და საფრანგეთის
ჟინიაკი მალევე ჩადგება მწყობრში. ფორვარდი ტრავმებისადმი მიდრეკილი ორგანიზმით გამოირჩევა, ამიტომაც შეშინდნენ "ტულუზის" ხემძღვანელები. შარშანწინდელ სეზონში ჟინიაკი ჯანზე იყო და 24 გოლი გაიტანა, გასულ სეზონში კი მხოლოდ 8 გოლს დასჯერდა.
ამასობაში "ეკიპმა" ლიგა 1-ის I ტურის სიმბოლური ნაკრები (4-3-3) შეადგინა, რომელშიც მხოლოდ ორი კლუბიდან შევიდა 2-2 ფეხბურთელი, დანარჩენი 7 კი 7 სხვადასხვა კლუბის წევრი იყო. ორ-ორი ფეხბურთელია "ეკიპის" სიაში "მონპელიედან", რომელმაც 1:0 დაამარცხა ჟან ტიგანას "ბორდო": გამარჯვების გოლის ავტორი მარჯვენა მცველი გარი ბოკალი და შემტევი მარკო ესტრადა, ორი წარმომადგენელი ჰყავს სიმბოლურში ტურის გმირ "კაენსაც": ნიკოლას სეუბი და იუსეფ ელ-არაბი, ჩემპიონთა კარში თითო გოლის გამტანები.
"ეკიპის" სიმბოლური შეფასებითურთ: უგო ლორისი (ლიონი, 8) - გარი ბოკალი (მონპელიე, 7), ჟაკ ფატი (სოშო, 7), ნიკოლას სეუბი (კაენი, 8), აბდუ კადერ მანგანე (რენი, 7) - ბენუა პედრეტი (ოსერი, 7), ჟულიენ ფერე (ნანსი, 8), ალექსის რომაო (ლორიანი, 8) - დანიელ ბრაატენი (ტულუზი, 7), იუსეფ ელ-არაბი (კაენი, 8), მარკო ესტრადა (მონპელიე, 8).
ლელო