"პარი სენ-ჟერმენი': გვჭირდება დრო

AutoSharing Option
პსჟ-ის სპორტული დირექტორი ლეონარდო ბოლო დღეებში ჟურნალისტთა მხრიდან შეწუხებულია შეკითხვებით, ბოლოს და ბოლოს როდის დაესმება წერტილი ხავიერ პასტორეს ტრანსფერსო.

"პალერმოს" პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება ძირითად საკითხებზე უკვე მიღწეულია და დარჩენილია მხოლოდ დეტალები. სწორედ ამ "დეტალების" გამო ბრაზილიელი ჩინოვნიკი ტრანსფერს უკვე გადაწყვეტილად ჯერ არ მიიჩნევს.

"ჩვენ ძალიან ახლოს ვდგავართ საბოლოო შეთანხმებასთან. განწყობა საკმაოდ ოპტიმისტურია. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შანსი ასეთი დონის ფეხბურთელი გადავიბიროთ. ყველაფერი მხოლოდ მოლაპარაკებების საკითხია. არის დეტალები, რომელთა გადაწყვეტა ასე, ერთი ხელის მოსმით, შეუძლებელია ხოლმე. გეტყვით, რომ მოლაპარაკებათა პროცესი დასასრულს
უახლოვდება. ჩვენ ველით ხავიერს," - განუცხადა ლეონარდომ ჟურნალისტებს მორიგ შეხვედრაზე. ანალოგიურ განცხადებას აკეთებს პარიზული კლუბის ყატარელი ხელმძღვანელთაგანი ნასერ ელ-ჰელაიფი. მისი თქმით, "ყველაფერი მალე მოგვარდება".

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი ანტუან კომბუარე ჟურნალისტთა წინაშე პრაქტიკულად არ ჩანს. ამას ლოგიკური ახსნა აქვს. მუსიე ანტუანს პრაქტიკულად ახალი, თანაც ზეამბიციური გუნდის ჩამოყალიბება უწევს და თავისუფალი დრო პრაქტიკულად აღარ აქვს. ამის მიუხედავად ჟურნალისტებმა მოახერხეს და თურქი მევლუთ ერდინჯის შესახებ ჰკითხეს. ისინი დაინტერესდნენ, პსჟ-ში კევინ გამეიროს, ჟერემი მენეზისა და ხავიერ პასტორეს შესაძლო გადმოსვლის შემდეგ რამდენად მიეცემა თამაშის საშუალება 24 წლის ფრანგს. "მევლუთი გუნდის განუყოფელი ნაწილია. კლუბში მასთან გამოთხოვება, მით უფრო, სხვა ტრანსფერის გაადვილების მიზნით მისი საქმეში ჩართვა აზრად არავის მოსვლია. ლაპარაკი, რომ ის "ნიუკასლში" გადავიდოდა, სრული აბსურდი იყო," - თქვა მან. ანალოგიური რამ განუცხადა ჟურნალისტებს ერდინჯის აგენტმა პიერ ფრელომაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული