ბაშტუში ლიონში დარჩა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბრაზილიის ნაკრებისა და ფრანგული "ლიონის" მარცხენა მცველ მიჩელ ბაშტუშს უამრავი მთხოვნელი გამოუჩნდა და ამ მხრივ სხვებზე მეტად იტალიური სუპერკლუბები აქტიურობდნენ. მაგრამ ბაშტუშის ამჟამინდელი კლუბის ხელმძღვანელობამ სამხრეთამერიკელის გადაბირების ყველა მსურველს მტკიცე უარი უთხრა.

"კლუბი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიჩელ ბაშტუში გუნდში რჩება, ამდენად უაზრობად მივიჩნევთ ზოგიერთი საგაზეთო პუბლიკაციის განხილვას. კლუბის ხელმძღვანელობა და გუნდის მთავარი მწვრთნელი კლოდ პიუელი კმაყოფილები არიან ბაშტუშის გამოსვლით როგორც "ლიონში", ისე ბრაზილიის ნაკრებშიც. მიჩელი ჩვენი გუნდის წევრია და საფრანგეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში მომავალ მატჩებზეა
კონცენტრირებული", - ნათქვამია "ლიონის" პრესსამსახურის განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული