ლიონმა გურკუფზე უარი თქვა

AutoSharing Option
"ლიონმა" იოან გურკუფის შეძენაზე ხელი ჩაიქნია. კლუბმა გამოაცხადა, რომ "ბორდოსთან" მოლაპარაკებას წყვეტს. ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველის ტრანსფერის თაობაზე "ლიონი" "ბორდოს" მთელი ზაფხულის განმავლობაში ევაჭრებოდა, მაგრამ კლუბები ფეხბურთელის ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

გურკუფი "ბორდოში" 2008 წელს "მილანიდან" გადავიდა და განსაკუთრებით წარმატებულად გასულ სეზონში იასპარეზა. საფრანგეთის წინა ჩემპიონატში მან 36 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული