ლიგა 1. IV ტური
1977 წელს "მარსელმა" ბორდოს "პარკ ლესკიურზე" ადგილობრივებს საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩი მოუგო. რატომ ვამახვილებთ 33 წლის წინ მომხდარ ამბავზე მკითხველის ყურადღებას? იმიტომ, რომ მას შემდეგ მარსელელებს ბორდოში ("ლესკიურზე" და მოგვიანებით "შაბან-დელმად" გადარქმეულ სტადიონზე) აღარ მოუგიათ. ეს უცნაური მოვლენა მოჯადოებულ წრეს ჰგავს, რომლის გარღვევასაც ხმელთაშუაზღვისპირელები რახანია ამაოდ ცდილობენ. მრავლად არიან მსოფლიოში ისეთი გუნდები, რომელთათვისაც რომელიმე კონკრეტული მეტოქის სტადიონი არის მეტისმეტად უიღბლო, მაგრამ ეს ძირითადად სხვადასხვა დონის კლუბთა ურთიერთობებზეა ნათქვამი. მაგრამ როცა ასეთი რამ ფრანგული საკლუბო ფეხბურთის ტრადიციულ
გუშინაც ჯადო იყო. წუხელ "მარსელი" ძალზე ახლოს, ორ წუთში იყო ამ ნავსის გატეხასა და "ბორდოსთან" მრავალწლიანი დაპირისპირების ისტორიაში მეხუთე (!) გასვლითი გამარჯვების მოპოვებასთან. მაგრამ კვლავ არ გამოუვიდა.
ბორდოული თამაში ახალი გახურებული იყო, როცა სტუმართა არგენტინელმა ნახევარმცველმა ლუჩო გონსალესმა ანგარიში გახსნა. წონაში საგრძნობლად მომატებულმა ლუჩომ ეს მე-12 წუთზე შეძლო და ამის მერე დიდიე დეშანის გუნდმა ინიციატივა და ტერიტორია მეტოქეს შეგნებულად დაუთმო. თუმცა მთელი შეხვედრის განმავლობაში "მარსელის" ფორვარდები ბრანდაუ და განსაკუთრებით ახალწვეული ლოიკ რემი ბორდოელთა დაცვას მოსვენებას არ აძლევდნენ და მწარედაც იჩხვლიტებოდნენ. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში იმავე ლუჩოს საფირმო საჯარიმო დარტყმით უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ მეკარე სედრიკ კარასომ არ დაანება. მეორე ტაიმში კი რემის დარტყმა ხარიხამ აისხლიტა. რაღა თქმა უნდა, ჟან ტიგანას მიერ გაწვრთნილი "ბორდო" მშობლიურ მოედანზე დომინირებისთვის ალბათ ისედაც ემზადებოდა, მაგრამ ასეთ პრინციპულ მეტოქესთან შეხვედრის დებიუტშივე მიღებულმა საგოლე დეფიციტმა მასპინძლებზე დამატებით სტიმულად იმოქმედა. მათი უპირატესობა თანდათანობით თვალშისაცემი ხდებოდა, ხოლო როცა ტაიმის მიწურულს "მარსელს" ედუარდ სისე გაუძევეს, ბორდოელთა უპირატესობა უდიდესი გახდა.
მომენტებისა და კომბინაციების აღწერას აზრი არ აქვს. საინტერესო კულმინაცია იყო და არა ის, რაც მანამდე ხდებოდა. ბორდოელთა შეტევები ერთიმეორეს მოჰყვებოდა, მაგრამ მარსელელთა დაცვა და მეკარე სტივ მანდანდა შეუვალნი იყვნენ. მათდა სამწუხაროდ, სულ ბოლოს, 88-ე წუთზე 22 წლის ანტონი მოდესტიმ მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავისი საფირმო თავური დაუხვედრა და მანდანდას კარის მარჯვენა დაბალ კუთხეში ჩასვა - 1:1.
დარჩენილი წამები ინერციით ჩათამაშდა, მომდევნო სვლისთვის არც ენერგია და არ სურვილი არცერთ მხარეს არ დარჩა და მალე საფინალო სასტვენიც გაისმა. ტიგანა აშკარად კმაყოფილი იყო, დეშანი - პირიქით...
"რა უიღბლობაა! ბურთი ხარიხას მოვარტყით, სხვა შანსებიც გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ და დავისაჯეთ - თავად გავუშვით. დიდი ხანია, ასეთი გულდაწყვეტილი არ ვყოფილვარ", - იტყვის ამ საოცარი მატჩის შემდეგ დიდიე დეშანი.
ამასობაში კი ლიგაში ლიდერი გამოიკვეთა. ახლა "ტულუზი" ოთხიდან ოთხივე მატჩის მოგებით იწონებს თავს. ალენ კასანოვას ბიჭების ამბიციებს ამ ჯერზე "ნანსი" შეეწირა. ამ გუნდმა თავის "მარსელ პიკოზე" პირველობის მოულოდნელ ლიდერს პრაქტიკულად არაფერი დაუთმო, გარდა მთავარისა. თამაში თანაბარი იყო, გოლები კი ტულუზელებმა გაიტანეს - 0:2. ეს იმას ნიშნავს, რომ კაზანოვას გუნდი უდანაკარგოდ ლიდერობს ფრანგთა ჩემპიონატს და უახლოეს მდევრებს, "რენსა" და "მონპელიეს" 4 ქულით უსწრებს.
გაგიკვირდებათ და, "ტულუზის" არ იყოს, საანგარიშო ტურში "რენმაც" და "მონპელიემაც" გამარჯვებებს გასვლით მატჩებში მიაღწიეს: პირველმა ელიტის დებიუტანტ "არლს" სძლია, ხოლო მეორემ - "ვალანსიენს".
საბრალო "არლი" ძლიერ კი ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით ქულის მოპოვებაც კი საოცნებოდ აქვს. ვიქტორ მონტანიომ არლელებს 28-ე წუთზე გაუტანა და მას შემდეგ ბრეტონელებმა ხეირიანი მომენტიც კი ვერ შექმნეს, მასპინძლებმა კი ლამის თავები დადეს საკუთარ საფეხბურთო მოედანზე, მაგრამ ეს მათი დღე არ იყო. უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, "არლმა" ქულის აღებაც ვერ შეძლო და უკონკურენტო აუტსაიდერად იქცა - ნული ქულა ოთხ მატჩში.
რაც შეეხება "მონპელიეს", ეს გუნდი ევროპის ლიგის ადრეულ ეტაპზევე ჩაფლავდა, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო, ამბობენ, ჰოდა რენე ჟირარმა თავისი შეგირდების მთელი ყურადღება შიდა ჩემპიონატზე მიმართა და შედეგსაც იმკის. გუნდი დაუმარცხებლად ასპარეზობს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მონპელიელთა 24 წლის გოლკიპერი ჟოფრეი ჟურდრანი ჯერაც ხელუხლებლად ინახავს თავისი გუნდის კარს. მართალია, შაბათს "ნუნგესერზე" ჟურდრანს საარაკო გმირობის ჩადენა არც დასჭირვებია, მაგრამ ფაქტია, რომ "მონპელიეს" გატანილი გოლების გრაფაში კვლავ "0" უწერია.
რენე ჟირარისგან განსხვავებით, ანტუან კომბუარეს ცუდად აქვს საქმე. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით, ბოლო სამ მატჩში "პარი სენ-ჟერმენმა" უკვე 9 გოლი გაუშვა: 2 - "ბორდოსგან", 4 - თელ-ავივის "მაკაბისგან" და 3 - გუშინ "სოშოსგან". მონბელიარელებმა დედაქალაქელთა კარი სამი გოლით პირველივე ტაიმში ამოავსეს და გიიომ ოაროს ერთმა საპასუხომ პსჟ-ს შერცხვენა რამდენადმე შეარბილა, მაგრამ...
"ლილმა" და "ნიცამ" 1:1 დაასრულეს თავიანთი მატჩი და ეს ის შემთხვევაა, როცა ერთ გუნდს უდიდესი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა აქვს, მაგრამ ვერ იგებს. ჩრდილოელმა ლილელებმა სასტიკად დაჩაგრეს სამხრეთელი ნიცელები, მაგრამ მხოლოდ ქულას გამორჩნენ. მოგება კი არა, მასპინძლებმა ის ქულაც კი ძლივს აიღეს. პირველ ტაიმში სტუმრები სენეგალელი ემერს ფაეს მიერ გატანილი პენალტით დაწინაურდნენ და რომ არა ბელგიელი ვუნდერკინდი ედან აზარი, ლილელები სულაც წააგებდნენ. 19 წლის აზარმა 67-ე წუთზე გაათანაბრა. რის შემდეგაც რივიერელთა კარზე დაწოლა უფრო მეტად გაძლიერდა. "ლილმა" სტუმართა კართან 18 (!) კუთხური მოაწოდა, მაგრამ სტუმრებმა თავი კარგად დაიცვეს და შინ ქულა წაიღეს.
არლი-რენი 0:1
არლი: პლანტე, მეხია, აბანზოარი, ლორანტი, ფანშონი, პიოსელი (62. პსომი), აიასი, ნდიაი, მერიემი, კერმორგანი, ჯა ჯეჯე (49. ხარისტეასი).
რენი: დუშე, მანგანი, ფანი (37. კანა-ბიიკი), ტეოფილ-კატერენი, დანზე, ლერუა (64. მანჯეკი), დალმა, მვილა, ასამოა გიანი (72. ბანგურა), ბრაიმი, მონტანიო.
გოლი: 0:1 მონტანიო (28)
გაფრთხილება: 1-1; კარში დარტყმა: 12-7 (4-1); ჯარიმა: 11-16; კუთხური: 6-1; თამაშგარე: 1-4; ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 9 364
ლორიანი-ლიონი 2:0
ლორიანი: კაპონე, სოსა (80. ბაკა), ეკიუელ მანგა, ბურიიონი, მორელი, რომაო, მვუემბა, ამალფიტანო, გამეირო, დუბარბიე (64. დიარა), კიტამბალა (86. ჟუფრი).
ლიონი: ლიორისი, ლოვრენი, კოლოძეიჩაკი, რევეიერი, ტულალანი, კალსტრიომი, მაკუნი, დელგადო 30. გურკუფი), გონალონი (56. პიანიჩი), ბრიანი, გომისი (71. ლისანდრო ლოპესი).
გოლები: 1:0 გამეირო (8-პენ), 2:0 კიტამბალა (66)
გაფრთხილება: 0-0; კარში დარტყმა: 15-14 (7-4); ჯარიმა: 17-12; კუთხური: 3-8; თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 14 800
ნანსი-ტულუზი 0:2
ნანსი: ბრასილიანო, ანდრე ლუიში, ლოტიე, კრეტიენი (72. ალო"ო ეფულუ), ბერანგე, ფერე, კიუვიიე, გავანონი (64. ტრაორე), ლემეტრი, ბაკარი, ვაირუა (64. მალონგა).
ტულუზი: ვალვერდე, კონგრე, სეტო, მ"ბენგი, გუნინო, მაშადუ (85. ტაფერი), დევო, დიდო (80. სირიეი), ბრაატენი, ტაბანუ, კაპუ.
გოლები: 0:1 კაპუ (69), 0:2 ტაბანუ (90)
გაფრთხილება: 4-2; კარში დარტყმა: 16-13 (5-6); ჯარიმა: 22-17; კუთხური: 5-3; თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 14 335
სენტ ეტიენი-ლანსი 3:1
სენტ ეტიენი: ჟანო, ბოკანეგრა, მარშალი, მონსორო, ებონდო, პერენი, საკო (67. რივიერი), მატუიდი, ლანდრენი (72. ბატლე), პეიე, ბერხესიო (89. საადი).
ლანსი: რუნიე, იაჰია, ბედიმო, შელი, დემონი, ბუკარი (80. ჟოსეფ-მონროსი), რუდე, ჰერმაში, ორიე (64. მაულიდა), ედუარდუ, მონე-პაკე (73. ჟემაა).
გოლები: 1:0 პეიე (5), 2:0 პეიე (79), 3:0 პეიე (85), 3:1 ჟემაა (90)
გაძევება: მარშალი (89)
გაფრთხილება: 2-1; კარში დარტყმა: 14-13 (6-6); ჯარიმა: 19-18; კუთხური: 3-6; თამაშგარე: 3-3; ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 27 520
ვალანსიენი-მონპელიე 0:1
ვალანსიენი: პენეტო, ბალდე, ბიშევაცი, მატერი, დანიკი (62. აბუბაკარი), გომისი, საესი (68. ნამი), ბონგი, კოადი, სამასა, პუჟოლი (83. ბოშე).
მონპელიე: ჟურდრანი, ბოკალი, იანგა-მ"ბივა, სპაჰიჩი, მარვო (68. საიჰი), ესტრადა (90. დერნი), პიტო, ჟენშანი, ქაბზე (89. ბელანდა), ჟირუ, კამარა.
გოლი: 0:1 ჟირუ (29)
გაფრთხილება: 3-1; კარში დარტყმა: 9-15 (2-5); ჯარიმა: 19-16; კუთხური: 5-1; თამაშგარე: 4-1; ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 11 122
კაენი-ბრესტი 0:2
კაენი: ტებო, სები, ინე (79. ტრაორე), სორბონი, ტაფორო, მარკი, ამუმა (76. ნაბაბი), იატაბარე, მოლო, ნ'დიაი, ელ-არაბი.
ბრესტი: ელანა, ბრუ აპანგა, ქანთარი, დაფი, ევოლო, სუმა (73. ლეზუამიე), ფერაჯი, ლიჩკა (81. ნგუაი), ტურე, მიჩოლა, რუ (86. გრუჟი).
გოლები: 0:1 რუ (75), 0:2 ლიჩკა (78-პენ)
გაძევება: იატაბარე (19)
გაფრთხილება: 4-2; კარში დარტყმა: 7-16 (1-4); ჯარიმა: 22-17; კუთხური: 6-6; თამაშგარე: 2-4; ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 15 490
ლილი-ნიცა 1:1
ლილი: ლანდრო, ემერსონი, რამი, დებიუში, ბალმონი, კაბეი, შეჯუ, მავუბა (56. სოვი), აზარი, ჟერვინიო (90. ვადი), ფრო.
ნიცა: ოსპინა, სიველი, პეიჩინოვიჩი, გასი, ფაე, კულიბალი, დიაკიტე, საბლე, მულუნგი (85. ელებუიკი), ბენ საადა (62. პოტე), მუნიე (77. ბამოგო).
გოლები: 0:1 ფაე (34-პენ), 1:1 აზარი (67)
გაფრთხილება: 0-5; კარში დარტყმა: 17-7 (5-3); ჯარიმა: 13-25; კუთხური: 18-3; თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 16 659
მონაკო-ოსერი 2:0
მონაკო: რუფიე, ადრიანუ, ჰანსონი, მანგანი, მურატორი, პიუიგრენიე (80. მონგონგუ), მენდი, მბოკანი, პარკი, ობამეიანგი, ნიკულაე.
ოსერი: სორენი, ანგბარი, გრიშტინგი, კულიბალი, მინიო, პედრეტი, ნდინგა, ლე ტალეკი (63. კონტუ), ბირსა (63. ლანჟილი), ოლიეჩი, ჟელენი (82. კერსია).
გოლები: 1:0 ნიკულაე (52), 2:0 ობამეიანგი (59)
გაფრთხილება: 1-0; კარში დარტყმა: 20-11 (5-1); ჯარიმა: 16-11; კუთხური: 10-5; თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 6 677
სოშო-პსჟ 3:1
სოშო: დრეიერი, ბრეშე, მიქარი, სოჟე, პერკი, ანენი, ბუდებუზი (90. სვერკოში), მარტენი, მორის-ბელეი, ბრაუნი, მაიგა (90. კარლაუ).
პსჟ: კუპე, სეარა, საკო, კამარა, ჟალე (78. არმანი), მაკელელე (63. კლემანი), სესენიონი, ბოდმერი, ჟიული (78. ლუინდულა), ოარო, ერდინჩი.
გოლები: 1:0 მაიგა (14), 2:0 ბრაუნი (20), 3:0 პერკი (45), 3:1 ოარო (50)
გაძევება: კლემანი (88)
გაფრთხილება: 2-1; კარში დარტყმა: 15-19 (7-8); ჯარიმა: 14-15; კუთხური: 7-10; თამაშგარე: 4-4; ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 12 222
ბორდო-მარსელი 1:1
ბორდო: კარასო, სიანი, სავიჩი (46. ენრიკე), შალმე, ტრემულენა, დიარა, ფერნანდუ (74. სევე), ბენ ხალფალა, ვენდელი (64. მააზუ), პლაშილი, მოდესტი.
მარსელი: მანდანდა, ასპილიკუეტა (90. კაბორე), ტაივო, ჰილტონი, ჰაინცე, სისე, შეირუ, ლუჩო გონსალესი, ბრანდაუ (74. ჟინიაკი), რემი, აიევი.
გოლები: 0:1 ლუჩო გონსალესი (12), 1:1 მოდესტი (88)
გაძევება: სისე (34)
გაფრთხილება: 1-3; კარში დარტყმა: 14-8 (7-6); ჯარიმა: 13-20; კუთხური: 9-4; თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 62%-38%.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ტულუზი 4 4 0 0 8-2 12
2. რენი 4 2 2 0 5-1 8
3. მონპელიე 4 2 2 0 2-0 8
4. სოშო 4 2 1 1 7-5 7
5. სენტ-ეტიენი 4 2 1 1 7-6 7
6. კაენი 4 2 1 1 5-5 7
7. მონაკო 4 1 3 0 4-2 6
8. ნიცა 4 1 3 0 4-3 6
9. ვალანსიენი 4 1 2 1 4-4 5
10. მარსელი 4 1 1 2 6-6 4
11. ლილი 4 0 4 0 2-2 4
12. ლორიანი 4 1 1 2 5-6 4
13. პსჟ 4 1 1 2 5-6 4
14. ბორდო 4 1 1 2 4-5 4
15. ბრესტი 4 1 1 2 3-4 4
16. ლანსი 4 1 1 2 5-7 4
17. ლიონი 4 1 1 2 3-5 4
18. ნანსი 4 1 1 2 3-7 4
19. ოსერი 4 0 3 1 4-6 3
20. არლი 4 0 0 4 2-6 0
ბომბარდირები: 4 - პეიე (სენტ ეტიენი), 3 - ბრაატენი (ტულუზი)
მომდევნო ტური
11 სექტემბერი. ოსერი-კაენი, ლიონი-ვალანსიენი, მონპელიე-ნანსი, პარი სენ-ჟერმენი-არლი, რენი-სოშო, ტულუზი-სენტ-ეტიენი, ლანსი-ლილი. 12 სექტემბერი. ბრესტი-ლორიანი, ნიცა-ბორდო, მარსელი-მონაკო.
ლიგა 2. IV ტური
აიაჩო-მეცი 0:0
ანჟერი-სედანი 0:3
გოლები: 0:1 ალარი (11), 0:2 ალარი (70), 0:3 სმრეკარი (85)
ბულონი-ისტრი 2:0
გოლები: 1:0 კარურუ (65), 2:0 ტილი (88-პენ)
კლერმონი-ლე ავრი 2:1
გოლები: 1:0 ესორი (44), 1:1 მესლუბი (51), 2:1 ალესანდრინი (83)
დიჟონი-ნიმი 1:0
გოლი: 1:0 ბოტეაკი (71)
ნანტი-ვანი 2:0
გოლები: 1:0 ჯილობოჯი (25), 2:0 ჯორჯევიჩი (69)
რეიმსი-ტრუა 0:1
გოლი: 0:1 სანტუში (39)
ტური-ლავალი 2:0
გოლები: 1:0 გიე (60), 2:0 ჟენევუა (66)
შატორუ-კრუა სავუა დღეს
გრენობლი-ლე მანი დღეს
თ მ ფ წ ბ ქ
1. ტური 5 4 0 1 11-7 12
2. ევიანი 4 3 0 1 8-2 9
3. ბულონი 5 2 3 0 6-3 9
4. ტრუა 5 3 0 2 5-3 9
5. სედანი 5 2 2 1 9-6 8
6. შატორუ 4 2 2 0 5-2 8
7. ანჟერი 5 2 2 1 4-4 8
8. დიჟონი 5 1 4 0 5-4 7
9. ნანტი 5 2 1 2 4-3 7
10. ლე ავრი 5 2 0 3 6-6 6
11. ისტრი 5 1 3 1 2-3 6
12. ვანი 5 2 0 3 3-8 6
13. ლე მანი 4 1 2 1 4-4 5
14. კლერმონი 5 1 2 2 8-9 5
15. ლავალი 5 1 2 2 3-5 5
16. აიაჩო 5 1 2 2 1-5 5
17. ნიმი 5 1 1 3 3-5 4
18. მეცი 5 1 1 3 1-4 4
19. რეიმსი 5 0 3 2 4-6 3
20. გრენობლი 4 1 0 3 1-4 3
ბომბარდირები: 8 - გიე (კარდიფი), 3 - დუშ სანტუში (სედანი), ადნანი (ევიანი).