ლიგა 1. ანდრეც პელეა?

AutoSharing Option
ლიგა 1. VI ტური

რიგითი ტური გამოდგა. მაინცდამაინც არც მოულოდნელი შედეგი დაფიქსირებულა, არც ჩხუბი მომხდარა, არც სკანდალი. ერთი გაძევება რაა, არც ეს მომხდარა. ჩვეულებრივი, ნაკლებადშედეგიანი ფრანგული ტური იყო. თანაც მთელი ტურის გოლების უმეტესობა სამ მატჩში გავიდა – სენტ-ეტიანში, მონბელიარსა და ავინიონში. თუმცა, ერთი ღირსშესანიშნავი რამ მაინც დაფიქსირდა – საფრანგეთის ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს.

"ტულუზი" ლიგა 1-ის გათამაშების ცხრილს სეზონის სტარტიდანვე ედგა სათავეში, მე-5 ტურში ალენ კაზანოვას გუნდი "სენტ-ეტიენმა" დაამარცხა, ხოლო გასულ შაბათს ტულუზელებმა მონტე-კარლოში დაკარგეს ქულები. ეს სავსებით საკმარისი აღმოჩნდა
იმისთვის, რათა ლიდერობა დაეკარგათ – სენტეტიენელებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმეს და ყოფილ ლიდერს ქულებით გაუთანაბრდნენ, ხოლო ბურთების უკეთესი სხვაობით სულაც პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ.

მონაკოში გამართული მატჩისგან უხვგოლიანობას არავინ ელოდა – ორივე მეტოქე დაცვითი ფეხბურთის მქადაგებელია. მთლიანობაში თამაში "ტულუზის" ფეხბურთელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ფეხბურთში ქულები გოლებს მოაქვს და არა ბურთის ფლობის პროცენტულ მაჩვენებელს ან კუთხურების რაოდენობას. პირველ ნახევარში სტუმართაგან გოლის გატანა მაშადუს შეეძლო, ხოლო პირველი ნახევრის მიწურულს სანტანდერმა ძალზე ხელსაყრელი დასარტყმელი პოზიციიდან ბურთი მაინცდამაინც მეკარეს მოარტყა.

სიტუაცია არც შესვენების შემდეგ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით მონეგასკთა მცირეოდენ გააქტიურებას, თუმცა მასპინძელთა გამოღვიძებას კარში ერთი ხეირიანი დარტყმაც არ მოჰყოლია. ტულუზელები კი ინიციატივას ფლობდნენ და მრავალსვლიანი კომბინაციებით საგოლე გზებს ეძებდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში ეტიენ დიდომ კარგი მდგომარეობიდან ცუდად დაარტყა, ხოლო მთავარი პრობლემები "მონაკოს" კიპერ სტეფან რუფიეს მას შემდეგ დაეწყო, რაც სტუმართა მწვრთნელმა თამაშში ნორვეგიელი დანიელ ბრაატენი ჩართო. ფერადკანიანმა სკანდინავიელმა ტულუზელებს ახალი იმპულსი მისცა და დასკვნითი ოცი წუთი "იისფერთა" მასირებულ შეტევებში მიილია. სტუმრებს მინიმუმ ორი გოლი უნდა გაეტანათ, მაგრამ ნაკრების მეკარედ ქცეულმა რუფიემ დაამტკიცა, რომ ლორან ბლანის ნდობა ალალად დამსახურებული ჰქონდა. მოკლედ, "მონაკომ" ქულა რის ვაი-ვაგლახით მოიპოვა და ჩემპიონატში ჯერაც დაუმარცხებელია, "ტულუზმა" კი ქულები დაკარგა, რაც ლიდერობის დათმობადაც დაუჯდა.

ლიდერი კი "სენტ-ეტიენია", რომელმაც ასევე შაბათს "მონპელიე" გაანადგურა. გასულ სეზონში "მწვანეები" ლიგიდან გავარდნას ძლივს გადაურჩნენ და სეზონისწინა პროგნოზებში ექსპერტები საფრანგეთის ათგზის ჩემპიონს გადარჩენისთვის ბრძოლას ამ ჩემპიონატშიც უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ გუნდს ეტყობა, რომ ზაფხულში კარგად იმუშავა და კრისტოფ გალტიეს ხელთ ძალზე მობილური, დაცვაში საიმედო და შეტევაში მრისხანე კოლექტივია.

სპეციალისტები საინტერესო და დაძაბულ თამაშს ელოდნენ და მათი მოლოდინიც გამართლდა, თუმცა მხოლოდ სანახევროდ – დაძაბულობის ამ თამაშს არაფერი სცხოდა. მასპინძლებმა მეტოქე თითქმის ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დამსახურებულადაც მოიგეს. დიმიტრი პეიემ დუბლი შეასრულა და ლიგის ბომბარდირთა დავაში 6 გოლით ლიდერობა განიმტკიცა, ხოლო კიდევ ერთი გოლი "მონპელიეს" კარში ნორჩმა ვირტუოზმა მანუ რივიერმა შეაგდო – 3:0 "სენტ-ეტიენის" სასარგებლოდ.

პეიეს დუბლი ვახსენეთ და ისიც უნდა ითქვას, რომ საანგარიშო ტურში წყვილი გოლი კიდევ ერთმა ფორვარდმა გაიტანა. აფრიკის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, განელი აბედი პელეს ორივე ვაჟი ფეხბურთელია და იმ კლუბის ღირსებას იცავს, სადაც მათი მამა ბრწყინავდა - მარსელის "ოლიმპიკისა". აბედის ნამდვილი გვარი არის "აიუ", ხოლო "პელე" კარგი ფეხბურთელობისთვის სამშობლოში ჯერ კიდევ ჭაბუკობისას შეარქვეს. ჰოდა, აბედის უფროსმა შვილმა, ანდრე აიუმ შაბათს "არლის" კარში ორი გოლი გაიტანა და თამაშის მერე წუხდა, ჰეთ-თრიქი უნდა შემესრულებინაო. "ორი გოლი გავიტანე, მაგრამ წესით, სამი უნდა შემეგდო. ეს გამარჯვება საკუთარი ძალების რწმენას გაგვიმყარებს, თავად კი ბევრი შრომა მმართებს, რათა "მარსელის" ძირითად შემადგენლობაში ფეხი მყარად მოვიკიდო. მომავალ ტურში "სოშოს" ვეთამაშებით და ის მატჩიც უნდა მოვიგოთ. ეს მხოლოდ დასაწყისია", - თქვა 20 წლის ანდრემ. საინტერესოა, რომ 62-ედან მე-80 წუთამდე "მარსელის" შეტევაში აბედის ორივე ვაჟი ირჯებოდა – დიდიე დეშანმა დასკვნითი ნახევარი საათი 19 წლის ჯორდან აიუს "უფეშქაშა". "არლის" შესახებ საუბარი კი ალბათ უინტერესო იქნება – ლიგა 1-ის დებიუტანტს ქულათა გრაფაში კვლავაც სამარცხვინო "0" უწერია...

ყველაზე მეტი გოლი კი მონბელიარში გავიდა. გასულ სეზონში, "სენტ-ეტიენის" არ იყოს, გავარდნის კანდიდატთა შორის "სოშოც" იყო, თუმცა ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილი გუნდმა საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარა და გადარჩა. ახლა კი მონბელიარელები აღარ ხუმრობენ: "სოშო" მეხუთე ადგილზეა და გოლები კი ლიგაში ყველაზე მეტი აქვს გატანილი – 12.

ამ თორმეტიდან მესამედი ფრანსის ჟიიოს ბიჭებმა შაბათს "ნიცას" კარში შეაგდეს. სამხრეთელები ამ მატჩამდე დაუმარცხებლად მივიდნენ და საერთოდაც, რაც გაზაფხულზე ამ გუნდს სათავეში ერიკ რუა ჩაუდგა, ნიცელებს ერთადერთი მატჩი ჰქონდათ წაგებული. თუმცა, "სოშომ" ეს შთამბეჭდავი სერია დაუნდობლად დაასამარა – 4:0.

"მონაკოსავით" დაუმარცხებელი ჩემპიონატში კიდევ ორი გუნდია – "რენი" და "ლილი". ბრეტონელებმა "პარკ დე პრენსზე" უგოლო ფრეს გამორჩნენ და ცხრილის მესამე საფეხურზე დამკვიდრდნენ, ხოლო "ლილმა" საკუთარ მოედანზე "ოსერს" ბოლოწამს გატანილი გოლით სძლია.

დაბოლოს, ტურის მთავარ მატჩზეც ვთქვათ. მართალია, "შაბან დელმაზე" გამართული მატჩის დიდი ნაწილი სტუმარი გუნდის, "ლიონის" უპირატესობით წარიმართა, გოლები მასპინძელ "ბორდოს" გაჰქონდა და გამარჯვებაც ამ გუნდს დარჩა. ჟან ტიგანას რაზმმა კონტრშეტევებზე კარგად ითამაშა და 3 ქულაც დამსახურებულად მიიღო.

ვალანსიენი-ლანსი 1:1
ვალანსიენი:
პენეტო, ბალდე, ბიშევაცი, პალუა, მატერი, დოსევი (80. დანიკი), ლორიო (46. დიუკურტიუ), საეზი, კოადი, სამასა, პუჟოლი (88. აბუბაკარი).
ლანსი: რუნიე, რამოსი (74. ედუარდუ), იაჰია, ბედიმო, შელი (57. ორიე), დემონი, ბუკარი, სერტიჩი, ჰერმაში, კოვაჩევიჩი, მაულიდა (65. პოლე).
გოლები: 1:0 სამასა (55), 1:1 ბუკარი (90)
გაფრთხილება: 2-3; კარში დარტყმა: 9-10 (2-3); ჯარიმა: 18-10; კუთხური: 1-7; თამაშგარე: 2-0; ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 13 669

სენტ-ეტიენი-მონპელიე 3:0
სენტ-ეტიენი:
ჟანო, ბოკანეგრა, მონსორო, ებონდო, პერენი (76. გვილავოგვი), ბაიალ სალი, ბატლესი, საკო (73. ბერხესიო), მატუიდი, პეიე (86. ლანდრენი), რივიერი.
მონპელიე: ჟურდრანი, იანგა-მ"ბივა, ელ ქაუთარი (46. კოლენი), მარვო, ესტრადა, პიტო (46. ჟირუ), სტამბული, ჟენშანი, ბელჰანდა, ქაბზე, კამარა (65. აიტ-ფანა).
გოლები: 1:0 პეიე (21), 2:0 რივიერი (32), 3:0 პეიე (66)
გაფრთხილება: 0-1; კარში დარტყმა: 7-9 (4-0); ჯარიმა: 16-19; კუთხური: 3-2; თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 30 406

სოშო-ნიცა 4:0
სოშო:
დრეიერი, ბრეშე, ფატი, სოჟე, პერკი, ანენი, ბუდებუზი (82. ბუტენი), მარტენი (81. კარლაუ), მორის-ბელეი (81. ტულანი), ბრაუნი, მაიგა.
ნიცა: ოსპინა, სიველი, პეიჩინოვიჩი, გასი, ფაე, კულიბალი, დიაკიტე, საბლე (61. დიგარი), მულუნგი, მუნიე (74. ბაგაიოკო), ლიუბოია (73. ლიუბოია).
გოლები: 1:0 ბრაუნი (45), 2:0 ბუდებუზი (66), 3:0 მარტენი (78), 4:0 მაიგა (89)
გაფრთხილება: 2-3; კარში დარტყმა: 15-12 (9-7); ჯარიმა: 18-11; კუთხური: 9-4; თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 9 744

ნანსი-ბრესტი 0:2
ნანსი:
ბრასილიანო, ანდრე ლუიში, კრეტიენი, ლემეტრი (40. ბრისონი), ნგუემო, ტრაორე, ფერე, კიუვიიე (74. შაჰშუჰი), გავანონი (60. ვაირუა), ნდიაი, ბაკარი.
ბრესტი: ელანა, ბრუ აპანგა, ქანთარი, დაფი, ევოლო, გრუჟი (66. მიჩოლა), ლეზუამიე (90. ნგოი), ფერაჯი (46. ბეისი), ლიჩკა, ტურე, რუ.
გოლები: 0:1 მიჩოლა (70), 0:2 ტურე (90)
გაფრთხილება: 0-1; კარში დარტყმა: 16-10 (3-7); ჯარიმა: 14-11; კუთხური: 5-1; თამაშგარე: 0-3; ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 14 000

მონაკო-ტულუზი 0:0
მონაკო:
რუფიე, ადრიანუ, ჰანსონი, მანგანი (25. ნკულუ), მურატორი (70. მალკიუი), პიუიგრენიე, მალონგა (64. ლოლო), მენდი, მბოკანი, პარკი, ობამეიანგი.
ტულუზი: ვალვერდე, კონგრე, სეტო, გუნინო, მაშადუ (70. ბრაატენი), დევო, დიდო (84. სირიეი), სისოკო, ტაბანუ, კაპუ, სანტანდერი (81. ტაფერი),.
გაფრთხილება: 4-2; კარში დარტყმა: 9-11 (2-4); ჯარიმა: 13-14; კუთხური: 2-5; თამაშგარე: 3-0; ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 6 070

ლორიანი-კაენი 0:1
ლორიანი:
ოდარი, სოსა, ეკიუელ მანგა, ბურიიონი, ლე ლანი, რომაო, მვუემბა (83. ფანშონი), ამალფიტანო, გამეირო, მონე-პაკე (72. მონტერუბიო), კიტამბალა (64. დიარა),.
კაენი: ტებო, სები (28. ნდიაი), ორტო, სორბონი, ბარსოლა, მარკი, ამუმა, რენო (66. ნაბაბი), ლეკა, ელ-არაბი (82. მულენი), ტრაორე.
გოლი: 0:1 ელ არაბი (41)
გაფრთხილება: 1-2; კარში დარტყმა: 17-12 (5-4); ჯარიმა: 12-18; კუთხური: 4-1; თამაშგარე: 1-1; ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 15 524

არლი-მარსელი 0:3
არლი:
პლანტე, მეხია, პავონი, ერბატი, ლორანტი, ფანშონი (46. ბუაზა), ბენ იდირი, პიოსელი (71. ბასინასი), მერიემი, კერმორგანი (63. პსომი), ჯა ჯეჯე.
მარსელი: მანდანდა, ტაივო, ჰილტონი, ჰაინცე, სისე, შეირუ (74. მბია), კაბორე, აბრიელი, ვალბუენა (62. ჯორდან აიუ), ჟინიაკი, ანდრე აიუ (80. ბრანდაუ).
გოლები: 0:1 შეირუ (32), 0:2 ანდრე აიუ (37), 0:3 ანდრე აიუ (54)
გაფრთხილება: 2-1; კარში დარტყმა: 17-20 (7-9); ჯარიმა: 15-13; კუთხური: 11-4; თამაშგარე: 3-3; ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 15 003

პარი სენ-ჟერმენი-რენი 0:0
პარი სენ-ჟერმენი:
ედელი, საკო, ტიენე, არმანი, ჟალე, მაკელელე, ნენე, შანტომი, ჟიული (81. მორისი), ოარო, ერდინჩი (72. ლუინდულა).
რენი: დუშე, მანგანი, კანა-ბიიკი, ტეოფილ-კატრენი, დანზე, მარვო (63. ეკოკო), დალმა, მანჯეკი, მვილა, ბრაიმი (63. ლერუა), მონტანიო (84. კამარა).
გაფრთხილება: 0-1; კარში დარტყმა: 12-10 (2-2); ჯარიმა: 20-15; კუთხური: 5-0; თამაშგარე: 0-0; ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 28 606

ლილი-ოსერი 1:0
ლილი:
ლანდრო, დებიუში, როზეჰნალი, ემერსონი, რამი, ბალმონი (78. ობრანიაკი), კაბეი, მავუბა, აზარი (90. დიუმონი), სოვი, ფრო (64. ჟერვინიო).
ოსერი: სორენი, ანგბარი, გრიხტინგი, კულიბალი, მინიო, პედრეტი, ბერტო, კონტუ, ნდინგა, ბირსა (90. სამარიტანო), ოლიეჩი (90. კერსია), ჟელენი (70. ლე ტალეკი).
გოლი: 1:0 სოვი (90)
გაფრთხილება: 0-0; კარში დარტყმა: 12-8 (1-3); ჯარიმა: 13-15; კუთხური: 6-3; თამაშგარე: 3-2; ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 14 827

ბორდო-ლიონი 2:0
ბორდო:
კარასო, სიანი, ტრემულენა, სანე, დიარა, ფერნანდუ, ბენ ხალფალა (56. გუფრანი), ჟუსიე, ვენდელი (78. ვენდელი), პლაშილი, მააზუ (65. მოდესტი).
ლიონი: ლიორისი, დიაქატე, ლოვრენი, რევეიე, სისოკო, ტულალანი, ბაშტუში (63. გომისი), მაკუნი (73. პიანიჩი), გურკუფი, ბრიანი, ლოპესი (51. პიე).
გოლები: 1:0 დიარა (60), 2:0 ჟუსიე (90)
გაფრთხილება: 3-3; კარში დარტყმა: 13-10 (6-4); ჯარიმა: 14-22; კუთხური: 7-4; თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 29 890

1. სტ-ეტიენი   6 4 1 1 11:6 13
2. ტულუზი     6 4 1 1  8:3 13
3. რენი            6 3 3 0 7:2 12
4. კაენი            6 3 2 1 7:6 11
5. სოშო            6 3 1 2 12:7 10
6. ლილი          6 2 4 0 7:3 10
7. ნიცა             6 2 3 1 6:8 9
8. მარსელი      6 2 2 2 11:8 8
9. პსჟ                6 2 2 2 9:6 8
10. მონაკო       6 1 5 0 6:4 8
11. ბრესტი       6 2 2 2 5:4 8
12. მონპელიე   6 2 2 2 3:5 8
13. ბორდო       6 2 1 3 7:7 7
14. ვალანსიენი 6 1 4 1 6:6 7
15. ნანსი          6 2 1 3 5:10 7
16. ლორიანი    6 1 2 3 5:7 5
17. ლიონი       6 1 2 3 4:8 5
18. ლანსი        6 1 2 3 7:12 5
19. ოსერი        6 0 4 2 5:8 4
20. არლი         6 0 0 6 2:13 0

ბომბარდირები: 6 - პეიე (სენტ-ეტიენი), 4 - ელ არაბი (კაენი), 3 - ოარო, ნენე (ორივე - პსჟ), ნიკულაე (მონაკო), პედრეტი (ოსერი), ბრაატენი (ტულუზი), ანდრე აიუ (მარსელი).

მომდევნო ტური

25 სექტემბერი. ოსერი-ნანსი, კაენი-ბორდო, ლორიანი-მონაკო, მარსელი-სოშო, მონპელიე-არლი, ნიცა-რენი, ლიონი-სენტ-ეტიენი. 26 სექტემბერი. ბრესტი-ვალანსიენი, ტულუზი-ლილი, ლანსი-პარი სენ-ჟერმენი.

ლიგა 2. VI ტური


აიაჩო-ვანი 3:0
გოლები:
1:0 სოკრიე (58), 2:0 რივიერი (85), 3:0 მეჯანი (90 პენ.)
ბულონი-ლავალი 0:0
შატორუ-მეცი 1:0
გოლი:
1:0 ბაბი (54)
კლერმონი-ნიმი 2:0
გოლები:
1:0 შოსიდიერი (2), 2:0 პრივა (90)
დიჟონი-ევიანი 5:1
გოლები:
1:0 რიბასი (3), 2:0 რიბასი (9 პენ.), 3:0 რიბასი (11), 3:1 ადნანი (54), 4:1 ბოტეაკი (63), 5:1 კორნიე (76)
გრენობლი-ტრუა 0:2
გოლები:
0:1 მენდი (59, ს.კ.), 0:2 ბოვიუ (90)
სედანი-ლე მანი 2:1
გოლები:
0:1 ჰელსტადი (19 პენ.), 1:1 ლემუენი (56), 2:1 სმრეკარი (86 პენ.)
ტური-ლე ავრი 0:0
ანჟერი-ისტრი 1:1
გოლები:
1:0 რენუარი (13), 1:1 ადეილსონი (75)
რეიმსი-ნანტი დღეს გაიმართება.

1. ტური 7 5 1 1 13:8 16
2. სედანი 7 4 2 1 15:7 14
3. ევიანი 7 4 1 2 11:8 13
4. ტრუა 7 4 0 3 8:5 12
5. შატორუ 7 3 3 1 7:4 12
6. ბულონი 7 2 5 0 7:4 11
7. დიჟონი 7 2 4 1 11:7 10
8. ლე ავრი 7 3 1 3 8:7 10
9. ლე მანი 7 2 3 2 7:7 9
10. აიაჩო 7 2 3 2 5:6 9
11. ანჟერი 7 2 3 2 5:7 9
12. ვანი 7 3 0 4 7:12 9
13. ნანტი 6 2 2 2 5:4 8
14. კლერმონი 7 2 2 3 10:13 8
15. ნიმი 7 2 1 4 5:7 7
16. ლავალი 7 1 4 2 4:6 7
17. ისტრი 7 1 4 2 3:5 7
18. გრენობლი 7 2 0 5 2:7 6
19. მეცი 7 1 2 4 2:6 5
20. რეიმსი 6 0 3 3 5:10 3

ბომბარდირები: 9 - გიე გიე (ტური), 5 - სებასტიენ რიბასი (დიჟონი), 4 - მარკუში (სედანი), ადნანი (ევიანი).


ლელო
ლიგა 1. VI ტური

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული