საფრანგეთის ნაკრებში მომხდარ სკანდალზე ბევრი დაიწერა და კიდევ დაიწერება. ახლო წარსულის ფრანგული ფეხბურთის ვარსკვლავები ბოლოდროინდელ ამბებზე კომენტარებს არ იზარებენ. ვნახოთ, რას ფიქრობს მსოფლიოს ჩემპიონი ლილიან ტურამი, რომელიც გუნდის კაპიტან პატრის ევრას საქციელზე ამახვილებს ყურადღებას. სხვათა შორის, საფრანგეთის საფეხბურთო წრეებში მუსირებს აზრი, რომ ევრას არათუ კაპიტნობა უნდა ჩამოერთვას,
"მე ვითხოვ, ნაკრებიდან მოიკვეთოს პატრის ევრა, თან ისე, რომ არასოდეს დაბრუნდეს ეროვნულ გუნდში. როცა კაპიტანი ხარ, უნდა გესმოდეს, რომ გაცილებით მეტზე აგებ პასუხს, ვიდრე უბრალოდ სამკლაურის ტარებაა. პატივს უნდა სცემდე ეროვნული გუნდის მაისურასა და ხალხს".
შემდეგ ტურამი ეხება საერთო პრობლემას: "როცა ფეხბურთელები სხდებიან ავტობუსში და მწვრთნელს გარეთ ტოვებენ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მწვრთნელს ელემენტარულ პატივს არ სცემენ. მეორე მხრივ, აქედან ჩანს, რომ ფეხბურთელებს რაღაც-რაღაცები არ ესმით. ნაკრებში ძალაუფლება აიღეს სწორედ ფეხბურთელებმა და ეს იმიტომ მოხდა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მართვის სადავეები ხელიდან გაუშვა. რაიმონ დომენეკი უბრალოდ ფედერაციის მსახურად იქცა. მას რომ არ გაეკეთებინა ის, რასაც ფეხბურთის ფედერაცია უბრძანებდა, პოსტს დაკარგავდა".
ვნახოთ, გაითვალისწინებს თუ არა ბლანი ყოფილი თანაგუნდელის რჩევებს.