"მარსელს" სათავეში ფაბრიციო რავანელი ჩაუდგება?

AutoSharing Option
წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ფაბრიციო რავანელი "მარსელის" მთავარი მწვრთნელის კანდიდატთა სიაშია. 

90-იანი წლების შუაწელში რავანელიმ ფრანგულ კლუბში სამი სეზონი გაატარა. ახლა ის ტურინის "იუვენტუსის" აკადემიაში მუშაობს.

"მარსელის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის ერთერთ პრეტენდენტად მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" თავკაცი ლუსიენ ფავრი მიიჩნევა.

შეგახსენებთ, რომ კლუბის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა "მარსელიდან" წასვლა კლუბთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტის ქონის მიუხედავად გადაწყვიტა. ახლა დეშამს საფრანგეთის ნაკრების სათავეში ლორან ბლანის შეცვლის კანდიდატად განიხილავენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული