მარკო ვერატი პსჟ-ის ფეხბურთელი 17 ივლისს გახდება

AutoSharing Option
"პესკარას" ნახევარმცველი მარკო ვერატი პსჟ-სთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

კლუბებმა 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

სავარაუდოდ, ახალგაზრდა ნახევარმცველი კონტრაქტს ხელს 17 ივლისს მოაწერს, მას შემდეგ, რაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ფრანგული კლუბი ვერატის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაიხდის. ხელშეკრულებაში ასევე გათვალისწინებული იქნება ბონუსები.

აქედან გამომდინარე, "პესკარამ" შესაძლოა 16 მილიონი ევრო მიიღოს.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული