ფეხბურთელს ჩრდილოელებთან ხელშეკრულება 2014 წელს უმთავრდება.
"ეკიპის" ცნობით, ყველაზე გვიან მომდევნო კვირის ბოლომდე როზენალი ლიეჟის "სტანდარდთან" გააფორმებს 2-წლიან ხელშეკრულებას. რა დაუჯდებათ ბელგიელებს დავიდის გადაბირება, ამაზე წყარო არაფერს იტყობინება.
რაკი ჩეხის წასვლა დიდწილად გადაწყვეტილია, გარსია ახალ სტოპერს ეძებს, რადგან ამ პოზიციაზე მას ორადორი ფეხბურთელი რჩება განკარგულებაში - მარკო ბაშა და ორელიენ შეჯუ.
"ცენტრალურ მცველად თამაში ფრანკ ბერიასაც შეუძლია, მაგრამ მისთვის ეს უჩვეულო პოზიციაა
ფრანკი გუნდს უფრო მეტ სარგებელს ფლანგზე თამაშით მოუტანს", - განაცხადა გარსიამ.
როზენალის გარდა მას მატიე დებუშის შემცვლელის მოძებნაც მოუწევს, ვინც კარიერას დიდი ალბათობით "ნიუკასლში" განაგრძობს.
საფრანგეთის ნაკრების წევრს რომ ლიგა 1-დან წასვლა აქვს გადაწყვეტილი, ამაზე არაერთხელ დაგვიწერია. აი, რას ამბობს დებუშიზე მისი მწვრთნელი:
"მატიე გუნდის ბაზაზე შაბათს გამოცხადდება. მე იმავე დღეს ვაპირებ მასთან შეხვედრას, რათა ფეხბურთელის სამომავლო გეგმების შესახებ შევიტყო.
ტელეფონზე აქამდეც არაერთხელ შევეხმიანე, მაგრამ პირისპირ დალაპარაკებას სხვა ეფექტი ექნება. გეტყვით, რაც არის ჩემი მთავარი მიზანი - როგორმე მოვახერხო გუნდის ერთიანობის შენარჩუნება და არ დავუშვა მისი დაშლა.
დებუში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ვიდრე მის ღირსეულ შემცველს არ დავიბევებთ, ის ვერსად ვერ წავა. მარტო საფრანგეთში კი არა, ის ევროპაშიც კი საუკეთესოთა შორის შედის.
ფლანგებზე მარტო ბერიასა და დინიას იმედად გუნდი ვერ დარჩება".
"ეკიპის" ცნობით, "ძაღლები" ახლოს არიან პორტუგალიელი მარჯვენა მცველის ჟოზე ბოსინგვას გადაბირებასთან. "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია და ფრანგებს მასთან კონტრაქტი ძვირი არ დაუჯდებათ. ჟოზესთან მოლაპარაკებას "რომაც" აწარმოებდა, მაგრამ პროცესი პირობებზე შეუთანხმებლობის გამო შეწყდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"