კამარა მონპელიეში 2013-მდე

AutoSharing Option
ფრანგულმა "მონპელიემ" თავის ფორვარდ სულეიმან კამარას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. 27 წლის სენეგალელი ამ კლუბის ღირსებას 2013 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

კამარა "მონპელიეში" პირველად 2007 წლის ზაფხულში გამოჩნდა, როცა "ნიცამ" ერთწლიანი იჯარით გაუშვა. ერთი წლის შემდეგ კი "მონპელიემ" რივიერელებისგან სულეიმანის კონტრაქტი გამოისყიდა და მას შემდეგ თავდამსხმელი ამ გუნდისთვის ირჯება. აქვე გეტყვით, რომ სენეგალის ნაკრებში სულეიმან კამარას არცთუ ბევრი, 17 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა ამ სანაკრებო მატჩებში 14 გოლის გატანა მაინც მოასწრო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული