"ლე ბლეს" ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მაინც მოიგო. ლორან ბლანი წარმატებას შეცვლაზე შესულ ლოიკ რემის უნდა უმადლოდეს, რომელმაც თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე რუმინელთა კარი დალაშქრა. ამის შემდეგ გოლი იოან გურკუფმაც გაიტანა - 2:0.
"მარსელის" ფორვარდმა მეორე ტაიმის შუაში შეცვალა თანაგუნდელი მატიო ვალბუენა. მაშინ, როცა ფრანგთა იმედები კვდებოდა, რემიმ ალუ დიარას პასი მიიღო და კოსტელ პანტელიმონის შორეული კუთხე დალაშქრა. ფრთებშესხმულმა მასპინძლებმა კიდევ იხეირეს, დებიუტანტმა დიმიტრი პაიემ შეცვლაზე შესულ გურკუპს საგოლე პასი გადააწოდა. ამ სამმა ქულამ ბლანის გუნდი D ჯგუფში გაალიდერა.
ბლანმა
მეორე ტაიმი დაიწყო და ბლანმა კინაღამ გულის შეტევა მიიღო, გეორგე ფლორესკუმ დაუშვებლად დაარტყა მასპინძელთა კარში და რომ არა უგო ლორისის მოწადინება, გოლი გარდაუვალი იყო. ფრანგებმა მალე მწვავე იერიშებით უპასუხეს, ვალბუენამ საჯარიმოს კუთხიდან ხარიხას გაარტყა, გამოვარდნილი ბურთი კი რუმინელმა მცველებმა რის ვაი-ვაგლახით მოიგერიეს, ნასრიმ კი პანტელიმონთან ერთი-ერთზე გასვლა ვერ გამოიყენა.
ის იყო 80 ათასი გულშემატკივარი შეეგუა, რომ შაბათს ფრანგთა დღე არ იყო, რომ რემიმ გაიბრწყინა...
ლორან ბლანი (საფრანგეთი): "გუნდი ბედს ერთი წუთითაც არ შეგუებია, ამიტომაც გავიმარჯვეთ. რუმინეთის ნაკრები ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია, ის შანსებს ჩანასახშივე გვიკლავდა. შესვენებაზე ბიჭებს ვთხოვე, დაწყნარებულიყვნენ. მეორე ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა შანსები, თუმცა ჩვენმა რეზერვმა უკეთ ითამაშა".
საფრანგეთი-რუმინეთი 2:0
საფრანგეთი (4-3-3): ლორისი - რევეიერი, რამი, მექსე, კლიში - მვილა, დიარა, ნასრი (74. გურკუფი) - ვალბუენა (68. რემი), ბენზემა (86. პაიე), მალუდა.
რუმინეთი (4-4-1-1): პანტელიმონი - საპუნარუ, ტამაში, კივუ, რაცი - ზიკუ (46. დეაკი), ფლორესკუ, რადოი, კოკისი (87. რომანი) - სტანჩუ - ნიკულაე (63. მარიკა).
გოლები: 1:0 რემი (83), 2:0 გურკუფი (90)
მაყურებელი: 79 299
თ მ ფ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 3 2 0 1 4-1 6
2. ალბანეთი 3 1 2 0 3-2 5
3. ბელარუსი 3 1 2 0 1-0 5
4. ბოსნია 3 1 1 1 4-3 4
5. რუმინეთი 3 0 2 1 1-3 2
6. ლუქსემბურგი 3 0 1 2 0-4 1
12 ოქტომბერი
ბელარუსი-ალბანეთი
საფრანგეთი-ლუქსემბურგი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"