იტალიელი სპეციალისტის თქმით, ისეთმა გუნდმა, როგორიც პარიზელებს ჰყავთ, 5 შეხვედრაში 4 ქულა არ უნდა დააგროვოს, იმის გათვალისწინებით, რა ამოცანებიც აქვს გუნდს.
"ფეხბურთელებს აგრესიულობა, კონცენტრაცია და პასუხისმგებლობა აკლიათ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ გააზრებული არ აქვთ კლუბის მომავალი მიზნები.
ბოლო ხუთ ტურში 4 ქულა ავიღეთ, რაც ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდითვის არანორმალურია.
კარგი იქნება, თუ ფეხბურთელები მიხვდებიან, რომ კლუბს დიდი ამოცანები აქვს მომავალში. მოთამაშეები ყოველ მატჩს
გუნდთან ერთად სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რადგან მოედანზე ერთსულოვნება ნამდვილად გვაკლია.
პსჟ-სთვის უბრალოდ მიუღებელია 5 მატჩში 3 წაგება. კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკები და შესაძლოა რადიკალური გადაწყვეტილებეიც მივიღოთ. ამ დროისთვის მთელი გუნდი მაღიზიანებს", - თქვა ანჩელოტიმ.
Video
ნიცა - პსჟ 2:1
ნიცა - პსჟ 2:1
მომზადებულია France Football-ის მიხედვით