L’Equipe: პსჟ-მა ხოსეპ გვარდიოლასთან მოლაპარაკებები დაიწყო

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლა შესაძლოა ზაფხულში სამუშაოს დაუბრუნდეს.

L’Equipe იტყობინება, რომ პსჟ-ის ხელმძღვანელობამ "ბარსელონას" ყოფილ მთავარ მწვრთნელთან მოლაპარაკებები დაიწყო.

აღნიშნული ინფორმაცია გამოცემის მტკიცებულებით ფრანგული კლუბის მფლობელების ნათესავებმა დაადასტურეს.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის თავკაცობით, გუნდმა ბოლო 5 მატჩში მხოლოდ ოთხი ქულა დააგროვა და ჩემპიონატში 26 ქულით მეოთხე პოზიციაზეა. პარიზელები პირველადგილოსან "ლიონს" 5 ქულით ჩამორჩებიან.

აქვე გეტყვით, რომ გვარდიოლა უკვე შეუთანხმდა "სიტის". ამის შესახებ ფრანსუა გალიარდომ განაცხადა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ფრანგები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოსა და არსენ ვენგერსაც განიხილავენ.

იმ შემთხვევაში, თუ
ანჩელოტი პოსტს დატოვებს, მის ნაცვლად სეზონის ბოლომდე ერიკ გერეტსი იმუშავებს.

ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლა ზაფხულში "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი გახდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული