Independent-ის ინფორმაციით, პარიზელები ფრანგის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდებიან.
პსჟ მზად არის, ევრას სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო მისი ხელფასი კვირაში 90 ათასი ფუნტი იქნება.
ალტერნატიულ ვარიანტად კი ფრანგები "სიტის" მცველ გაელ კლიშეს ტრანსფერს მიიჩნევენ.
გარდა ამისა, იტალიური პრესის ცნობით, კლუბის სპორტული დირექტორი ლეონარდო ჰამშიკის აგენტს შეხვდა და ფეხბურთელის თანხმობაც მიიღო.
ამიტომ კლუბებს შორის უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები დაიწყება. ჰამშიკის ტრანსფერი 30 მილიონ ევროდ ფასდება.