აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბის" თავდამსხელმა უკან ჩამოიტოვა მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერი ფრანკ რიბერი.
"ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ჯილდო დავიმსახურე. მინდა ჩემს ახლობლებს მადლობა გადავუხადო", - თქვა ბენზემამ.
საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში ასევე მოხვდნენ ლონდონის "ტოტენჰემის" მეკრაე უგო ლორისი, "არსენალის" ფორვარდი ოლივიე ჟირუ და "მარსელის" ჰავბეკი მატიე ვალბუენა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით