პსჟ-ს შეიძლება ქულები დააკლონ

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატში "პარი სენ-ჟერმენი" რიცხვობრივ უმცირესობაში გადაურჩა მარცხს "ვალანსიენთან" - 1:1.

სტუმრები გაელ დანიკის გოლით დაწინაურდნენ, შემდეგ კი (43-ე წუთი) პსჟ-ს ტიაგო სილვა გაუძევეს. მასპინძლები მცველმა ალექსმა იხსნა, რომელმაც 83-ე წუთზე გაიტანა.

თუმცა პარიზელებს სულაც არა აქვთ საქმე სასიხარულოდ - ფრანგული პრესის ცნობით, პსჟ-ს შეიძლება ქულები დააკლონ, რადგან მათმა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ამ შეხვედრის არბიტრზე გაიწია. მატჩის შემდეგ მან მსაჯს ხელი კრა.

თუ დამტკიცდა, რომ ეს ბრაზილიელმა ძალით გააკეთა, გუნდს შეიძლება ქულები ჩამოაკლონ, ლეონარდოს კი 1-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული