"მარკას" ცნობით (რომელიც, თავის მხრივ, ფრანგულ პრესას იმოწმებს), ფრანგები ახალი წინადადებით მიმართავენ ესპანელებს.
"პარი სენ-ჟერმენი" მზადაა, პორტუგალიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ამასთან, კრიშტიანო რონალდოს ხელფასი პსჟ-ში 18 მილიონი ევრო იქნება, რაც თითქმის ორჯერ მეტია ახლანდელ ანაზღაურებაზე.
შეგახსენებთ, რომ ამ ტრანსფერის შესახებ ხშირად საუბრობენ, თუმცა "რეალი" ოფიციალურად ყოველთვის უარყოფს ამის შესაძლებლობას.
ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" კრიშტიანო რონალდოს აგენტთან მოლაპარაკება გამართა