რიკარდო კარვალიო: "მონაკოში" გადასვლით ბედნიერი ვარ

AutoSharing Option
რადამელ ფალკაოს "მონაკოში" გადასვლა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, განსხვავებით "რეალის" მცველის, რიკარდო კარვალიოს ტრანსფერისგან.

35 წლის პორტუგალიელი უკვე მონაკოელია. ის თავისუფალი აგენტის სტატუსით დაშორდა "რეალს" და ფრანგული ლიგა 1-ის კლუბთან 1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

პორტუგალიელმა ამ სეზონში მხოლოდ 8 მატჩში მოირგო "სამეფო კლუბის" ფორმა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "მონაკოში" ვითამაშებ. ეს ტრანსფერი ჩემთვის ახალი გამოწვევაა", - განაცხადა მან.

ასევე იხილეთ:
რიკარდო კარვალიო "მილანში" მიდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული