ფრანკ რიბერი მეძავის წინააღმდეგ, რომელთანაც ღამე 5000 ევრო დაუჯდა [VIDEO]

AutoSharing Option
ფრანკ რიბერის სასამართლოს წინაშე თავის მართლება მოუწევს.

იწყება პროცესი, რომელზეც 30 წლის ფრანგ ფეხბურთელს ჯერ ადვოკატი წარმოადგენს, მაგრამ მალე თავად ფეხბურთელსაც დაიბარებენ.

საქმე ეხება 2009 წელს მომხდარ ფაქტს, როცა რიბერიმ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებში პოპულარული მეძავი საჰია დეჰარი მიუნხენში დაპატიჟა და ერთ ღამეში 5000 ევრო გადაუხადა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


საქმე იმაშია, რომ ესკორტ-გოგონა მაშინ 17 წლის იყო, არასრულწლოვანთან სექსი კი, საფრანგეთის კანონმდებლობით, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან 45 000 ევრომდე ჯარიმით ისჯება.

საჰია დღეს უკვე 21 წლისაა, სახელი გაითქვა და დიზაინერად მუშაობს.
რიბერი კი კვლავინდებურად ირწმუნება, წარმოდგენა არ მქონდა, რომ მაშინ არასრულწლოვანი იყოო. აღსანიშნავია, რომ საჰია მას ქარიმ ბენზემამ გააცნო, რომელსაც ასევე მოუწევს სასამართლოს წინაშე თავის მართლება. 25 წლის ბენზემას მეძავთან კავშირი უფრო ადრე, 2008 წელს ჰქონდა და მაშინ საჰია დეჰარი 16 წლის იყო.

შეგახსენებთ, რომ ეს ამბავი 2010 წელს გასკდა და ფრანგი პოლიტიკოსები მსოფლიოს ჩემპიონატის წინ რიბერის ნაკრებიდან მოკვეთასაც კი ითხოვდნენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სკანდალი: ფრანკ რიბერის და ქარიმ ბენზემას არასრულწლოვან მეძავთან ისტორია გაუხსენეს
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ გარყვნილებას ებრძვიან, ამ მეძავის მშობლებს აგებინონ პასუხი, არასრულწლოვანი რო გაუშვეს და დაეთრეოდა.
აბა რიბერის პასპორტი უნდა მოეთხოვა წინასწარ?
ბეგი
18:38 18-06-2013
0
დამპალი ერთსქესიანი ფრანგები .ძლივს ვიღაცეები კაცურად მოიქცნენ და ხედავ???
Tedo
15:38 18-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული