ზლატან იბრაჰიმოვიჩი: 100 პროცენტით მზად ჯერ არ ვარ

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ბორდოსთან" (2:1) საფრანგეთის სუპერთასის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ეს პირველი ტიტულია ახალ სეზონში, რომელიც სახლში მიგვაქვს.

თამაში იდეალური არ იყო, მაგრამ გავიმარჯვეთ და ეს მთავარია. ზუსტად ამისთვის მოვედით აქ.

ახლა კი "მონპელიეზე" ვფიქრობთ. 100 პროცენტით მზად ჯერ არ ვარ, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან მხოლოდ მესამე მატჩი ჩავატარე გუნდში მოსვლის შემდეგ.

ყოველი შეხვედრის შემდეგ უკეთ ავთამაშდები. დროა საჭირო, რომ ის ფორმა დავიბრუნო, რომელიც გასულ სეზონში მქონდა",
- აღნიშნა იბრაჰიმოვიჩმა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


მომზადებულია Le 10 Sport-ის მიხედვით

ასევე
იხილეთ:

ლორან ბლანი: "ბორდოსთან" მატჩი რთული იყო

პსჟ საფრანგეთის სუპერთასის მფლობელია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული