ერიკ ელი გადადგა
ლიგა 1-ის მე-7 ტურმა პირველი მწვრთნელი შეიწირა - "სოშო" ერთადერთი გუნდია ჩემპიონატში, რომელსაც გამარჯვება არა აქვს.
ამიტომაც ერიკ ელიმ თანამდებობა დაკარგა. 48 წლის ელიმ შვეიცარიის საზღვართან მდებარე ფრანშ-კონტეს რეგიონის ქალაქ მონბელიარის გუნდი 2012 წლის გაზაფხულზე ჩაიბარა და ის ლიგა 1-ში დატოვა (სხვათა შორის,
ოთხშაბათს "გენგამთან 1:5 მარცხი უკვე მეტისმეტი იყო და ელიმ კლუბის ხელმძღვანელობას დაასწრო და თავისი ნებით წავიდა თანამდებობიდან.
"ბოლო 20 თვის განმავლობაში ჩემ თანამოაზრეებთან ერთად ყველაფერი გავაკეთე "სოშოს" საკეთილდღეოდ. კლუბი ორჯერ დავტოვე ელიტაში. მაგრამ, როგორც ვატყობ, ახლა კლუბის ინტერესებში ჩემი გადადგომაა და მეც ასე მოვიქცევი", - განაცხადა მწვრთნელმა.
"სოშოს" ხელმძღვანელობამ ელის ძველი შრომა წყალში არ გადაუყარა - ის აქ თამაშობდა ფეხბურთელობისას და შემდეგ 9 წელი სარეზერვო გუნდის მწვრთნელი იყო - პრეზიდენტმა ლორან პერნემ თქვა, რომ ელი კლუბში დარჩება გარკვეულ თანამდებობაზე, უახლოეს მატჩში "ვალანსიენთან" კი "სოშოს" მისი ასისტენტები გაიყვანენ.
იბრა წყალს ამღვრევს
ლორან ბლანის "პარი სენ-ჟერმენი", რომელიც 15 ქულით მე-2 ადგილზეა, "პარკ დე პრენსზე" "ტულუზს" მასპინძლობს, რომელმაც 9 ქულა მოაგროვა და ცხრილის მეორე ნახევარს უდგას სათავეში. "ტულუზი" ურიგოდ არ თამაშობს, ხოლო მის რიგებში დანიელი ფორვარდი მარტინ ბრაიტვაიტი გამოირჩევა.
პსჟ აშკარა ფავორიტია, მაგრამ მის რიგებში მაინც ჩანს რღვევის ნიშნები. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი თავნება შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩია. იბრამ ახლახან დაადასტურა, რომ პსჟ-დან წასვლაზე ფიქრობდა.
შვედი "მილანიდან" შარშან გადავიდა პარიზულ კლუბში და 19 წლის პაუზის შემდეგ ჩემპიონობის მოპოვებაში გვარიანად დაეხმარა. ახლა კი ის ხვდება, რომ ნელ-ნელა "პირველი ვიოლინოს" როლიდან აჩოჩებენ - გუნდში ხომ კიდევ ერთი მაღალი დონის ფორვარდია - ედინსონ კავანი.
"მრს სპორტთან" საუბარში მან თქვა: "შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ზაფხულს ჩემი აგენტი რამდენიმე კლუბს ესაუბრა, მაგრამ პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ დროებით დარჩენა ვამჯობინე, რადგან ერთად შეგვიძლია ისტორიული მიზნების მიღწევა", - განაცხადა 31 წლის იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ წინა ტურში ზლატანმა თავი ვერაფრით გამოიჩინა, "ვალანსიენს" კი ერთადერთი გოლი ხავიერ პასტორეს პასით სწორედ კავანიმ გაუტანა.
პსჟ-ს დიდი უპირატესობა აქვს ურთიერთშეხვედრებში - პარიზელებმა მეტოქეს ბოლო 8 შეხვედრა მოუგეს. ალან კასანოვას პსჟ-სთან მატჩში დააკლდებიან მცველი ჟან დანიელ აკპა-აკპრო, ნახევარმცველი მიჰაი რომანი და ფორვარდი ედენ ბენ ბასატი.
ლორან ბლანს დაცვაში უჭირს - ტიაგო სილვა არ იქნება, საეჭვოა ალექსის თამაშიც.
გასაჩერებელი მხოლოდ ორია
ლიდერი "მონაკო" პარიზის გარეუბანში ჩადის და "რეიმსს" სტუმრობს.
სხვათა შორის, კლაუდიო რანიერის გუნდის გაჩერების ფორმულა ერთდროულად იოლი და ძნელია. საკმარისია, "დაკეტო" ემანუელ რივიერისა და რადამელ ფალკაოს დუეტი შეტევაში, რომ მონეგასკები მესამე, სათადარიგო ვარიანტის გარეშე რჩებიან - 13-ვე გოლი ჩემპიონტში ამ ორზე მოდის.
მაგრამ სწორედ მათი გაჩერებაა ძალზე ძნელი. რაც წინა ტურში "ბასტიასთან" თვალნათლივ ვიხილეთ, რივიერის გოლს ფალკაომ დუბლი დაამატა.
საფრანგეთი. ლიგა 1. VIII ტური
28 სექტემბერი
ლორიანი-მარსელი 16:00
პსჟ-ტულუზი 19:00
ევიანი-ბორდო 22:00
ლიონი-ლილი 22:00
ნიცა-გენგამი 22:00
სოშო-ვალანსიენი 22:00
სტ. ეტიენი-ბასტია 22:00
29 სექტემბერი
რენი-ნანტი 16:00
აიაჩო-მონპელიე 19:00
რეიმსი-მონაკო 23:00
ბომბარდირები: 7 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 6 - ემანუელ რივიერი (მონაკო); 5 - კევინ ბერიგო (ევიანი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"