ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ეს გოლი, ალბათ, ჩემს კარიერაში საუკეთესოა [VIDEO]

AutoSharing Option
პსჟ-ის ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იმ გოლზე ისაუბრა, რომელიც "ბასტიას" საფრანგეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში გაუტანა.

შეხვედრა პსჟ-ის გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

"ეს დაუჯერებელი გოლი იყო. თავისი ექსტრაორდინარ
ულობით ეს გოლი დიდხანს ეხსომებათ.

როცა სხვისი ფეხბურთელების რეაქციას ხედავ, გესმის კომენტატორების შეძახილები, ხვდები, რომ წარმოუდგენელ რამეს მიაღწიე.

შესაძლოა, ეს საუკეთესო გოლია ჩემს კარიერაში. ცოტა არ გამიტანია და კარგად მახსოვს ჩემი გოლები",
- თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული