შვედ ფეხბურთელს ზურგის ტრავმა აწუხებს და არც "მონაკოსთან" (1:1) უნდა ეთამაშა, თუმცა პსჟ-ის სამწვრთნელო შტაბმა ფორვარდის ჯანმრთელობით მაინც გარისკა.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალამდე დაასვენებს, სადაც ფრანგული გუნდი "ლევერკუზენს" 18 თებერვალს დაუპირისპირდება.
მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა საფრანგეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის 31 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მომზადებულია Le Parisien-ის მიხედვით