ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ვალანსიენთან" შეხვედრაში ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ვალანსიენთან" საფრანგეთის 25-ე ტურის მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

შვედ ფეხბურთელს ზურგის ტრავმა აწუხებს და არც "მონაკოსთან" (1:1) უნდა ეთამაშა, თუმცა პსჟ-ის სამწვრთნელო შტაბმა ფორვარდის ჯანმრთელობით მაინც გარისკა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალამდე დაასვენებს, სადაც ფრანგული გუნდი "ლევერკუზენს" 18 თებერვალს დაუპირისპირდება.

მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა საფრანგეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის 31 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია Le Parisien-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული