წარუმატებელი სტარტის შემდეგ ნელ-ნელა ფორმაში შედის "მონაკო", რომელმაც ამჯერად, სტუმრად 1:0 დაამარცხა "ლილი". გამარჯვების გოლი მეორე ტაიმში ბულგარელმა ფორვარდმა დიმიტარ ბერბატოვმა გაიტანა.
"მონპელიემ" დიდი ანგარიშით დაამარცხა "ნანტი" - 4:0. ამ შეხვედრაში ერთი გოლი პარაგვაელი ლუკას ბარიოსის ანგარიშზეა.
"გენგამმა" ბოვეს დუბლის წყალობით, 3:2 დაამარცხა "ლორიანი", იმის მიუხედავად, რომ მატჩი უმცირესობაში ჩაამთავრა.
კორსიკაში კვლავ არ ყოფილა მატჩის განაცხადში "ბასტიას" ქართველი ლეგიონერი ლუკა კიკაბიძე, "ბასტია" "ბორდოს" უგოლოდ დაუზავდა.
ლილი-მონაკო 0:1
გოლი: 0:1 ბერბატოვი
ბასტია-ბორდო 0:0
გაძევება: კაუზაკი (62. ბასტია)
გენგამი-ლორიანი 3:2
გოლები: 1:0 ბოვე (19), 2:0 მანდანე (69), 2:1 ჟანო (72-პენ), 3:1 ბოვე (76-პენ), 3:2 ლევეკი (92 ს. კ.)
გაძევება: სანკარე (80. გენგამი)
მონპელიე-ნანტი 4:0
გოლები: 1:0 ლანე (8), 2:0 ბერიგო (57), 3:0 მუნიე (78), 4:0 ბარიოსი (82)
1. ლიონი - 45ქულა ; 2. მარსელი - 44; 3. პსჟ - 41; 4. სენტ ეტიენი - 40; 5. მონაკო - 39.