12:50 12-02-2015
საფრანგეთის თასი. 1/8-ფინალი: პსჟ, "მონაკო" და "გენგამი" შემდეგ ეტაპზე არიან [VIDEO]
AutoSharing Option
11 თებერვალს საფრანგეთის თასის მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა და მეოთხედფინალისტების ვინაობა გაირკვა.
"მონაკომ" "რენს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 სძლია.
"მონაკომ" მეტოქის კარის აღება მე-9 და მე-11 წუთებზე შეძლო. გოლების ავტორები, შესაბამისად, ალმამი ტურე და ვალას დოს სანტოსი გახდნენ. 34-ე წუთზე "რენმა" გატანა შეძლო და პირველი ტაიმი ანგარიშით 2:1 დასრულდა. მეორე ტაიმში, 67-ე წუთზე "მონაკოს" ახალგაზრდა თავდამსხმელმა ანტონი მარტიალმა პენალტის გამოყენება შეძლო და მატჩის საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.
პარიზში "პარკ დე ფრანსზე" პსჟ-მა "ნანტი" მიიღო. პირველი გოლი მე-18 წუთზე ედინსონ კავანიმ გაიტანა, მეორე გოლის ავტორი 34-ე წუთზე იოან კაბაიე გახდა. მეორე ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა და საბოლოო ანგარიშით 2:0 პსჟ-მა იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ქვედა ლიგაში მობინადრე "იზეურემ" "გენგამს" უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული