საფრანგეთის თასი. 1/8-ფინალი: პსჟ, "მონაკო" და "გენგამი" შემდეგ ეტაპზე არიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: პსჟ-ნანტი 2:0

11 თებერვალს საფრანგეთის თასის მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა და მეოთხედფინალისტების ვინაობა გაირკვა.

"მონაკომ" "რენს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 სძლია.

"მონაკომ" მეტოქის კარის აღება მე-9 და მე-11 წუთებზე შეძლო. გოლების ავტორები, შესაბამისად, ალმამი ტურე და ვალას დოს სანტოსი გახდნენ. 34-ე წუთზე "რენმა" გატანა შეძლო და პირველი ტაიმი ანგარიშით 2:1 დასრულდა. მეორე ტაიმში, 67-ე წუთზე "მონაკოს" ახალგაზრდა თავდამსხმელმა ანტონი მარტიალმა პენალტის გამოყენება შეძლო და მატჩის საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.

პარიზში "პარკ დე ფრანსზე" პსჟ-მა "ნანტი" მიიღო. პირველი გოლი მე-18 წუთზე
ედინსონ კავანიმ გაიტანა, მეორე გოლის ავტორი 34-ე წუთზე იოან კაბაიე გახდა. მეორე ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა და საბოლოო ანგარიშით 2:0 პსჟ-მა იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ქვედა ლიგაში მობინადრე "იზეურემ" "გენგამს" უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული