საფრანგეთი. ლიგა 1. XXVI ტური: "ლიონი" ისევ ლიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
ტური "ალიანც რივიერაზე" გაიხსნა, სადაც შეცვლაზე შემოსულმა ბერნარდო სილვამ ათკაციან "მონაკოს" "ნიცასთან" "კოტ დ’აზურის" დერბი მოაგებინა. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პორტუგალიელს მნიშვნელოვანი გოლი გააქვს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ მონეგასკებს ერთი მატჩი თადარიგში აქვთ და ისინი სამეულისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

ნორჩმა ადრიენ რაბიომ ბენეფისი მოიწყო, დუბლი შეასრულა და "პარი სენ-ჟერმენს" "ტულუზთან" მოაგებინა. პარიზელებს ფანებისთვის ამჯერად უსიამოვნო სიურპრიზი არ შეუთავაზებიათ. ტულუზელები კი იმითაც კმაყოფილები უნდა იყვნენ, რომ ვისამ ბენ იედერმა დიდი პაუზის მერე გატანა მოახერხა.

პსჟ ერთი დღით პირველ
ადგილზე გადავიდა, მაგრამ მერე "ლიონმა" კუთვნილი ლიდერობა დაიბრუნა. უბერ ფურნიეს ალექსანდრ ლაკაზეტი დაუბრუნდა, მაგრამ ერთადერთი გოლი ნაბილ ფეკირმა გაიტანა, ხოლო მაქსიმ გონალონმა ბოლოს პენალტი გააცუდა. "ნანტმა" "ჟერლანზე" ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ვერაფერს გახდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლიონელებმა 4 ქულით გაზარდეს სხვაობა "მარსელთან", ხოლო პარიზელებმა ამ უკანასკნელს 2 ქულით გაასწრეს, რადგან მთავარ მატჩში "ჟოფრუა გიშარზე" მარსელო ბიელსას გუნდი ჯერ აგებდა და შემდეგ იგებდა, მას მერე, რაც 3-წუთიან მონაკვეთში რომენ ალესანდრინიმ ორჯერ გაატანინა მიში ბაჩუაის, მაგრამ მევლუთ ერდინჩმა "მწვანეებს" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოუტანა ქულა.

გონალონისგან განსხვავებით, პენალტი გაიტანა ვაჰბი ხაზრიმ და "ბორდოს" ქულა გადაურჩინა "რენთან". ბრეტანშივე იყო კიდევ ერთი საინტერესო მატჩი "გენგამსა" და "მონპელიეს" შორის, სადაც ჟოსელინ გურვენეკის შესანიშნავ ფორმაში მყოფი მასპინძლები როლან კურბისის "მონპელიესთან" უშანსოდ დამარცხდნენ. გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი ამ შეხვედრაშიც იყო, სტუმრებს 0:3 შეეძლოთ მოეგოთ, მაგრამ ჯამელ ბაქარმა ვერ შეაგდო.

"ბასტიას" საუცხოო თავგადასავალი გრძელდება. კორსიკელები "ლილთან" აგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში თამაშის ჩარხი შემოაბრუნეს და ახლა მათ უკვე 14 მატჩია, ძირითად დროში არ წაუგიათ. "ლილი" კი ისევ კრიზისშია, უკანასკნელი 7 თამაშიდან ერთადერთი გამარჯვებით.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXVI ტური
ნიცა-მონაკო 0:1
გოლი: 0:1 ბერნარდო სილვა (85)
გაძევება: აბდენური (45. მონაკო)

პსჟ-ტულუზი 3:1
გოლები:1:0 რაბიო (27), 2:0 რაბიო (47), 2:1 ბენ იედერი (51), 3:1 ტიაგო სილვა (74)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დინი - რაბიო (88. კამარა), მატუიდი, პასტორე (83. მაქსველი) - ლავეცი (69. ბაებეკი), კავანი, იბრაჰიმოვიჩი

ბასტია-ლილი 2:1
გოლები: 0:1 რაიან მენდეში (17), 1:1 სიო (22), 2:1 აიიტე (40)

კაენი-ლანსი 4:1
გოლები: 1:0 ფერე (7-პენ.), 2:0 სალა (35), 3:0 ბაზილი (36), 3:1 ელ ჯადეაუ (45), 4:1 სალა (75)

ევიანი-ლორიანი გადაიდო

რენი-ბორდო 1:1
გოლები: 1:0 ნტეპი (11), 1:1 ხაზრი (77-პენ.)

გენგამი-მონპელიე 0:2
გოლები: 0:1 სანსონი (2), 0:2 ბერიჟო (55)

ლიონი-ნანტი 1:0
გოლი: 1:0 ფეკირი (67)

რეიმსი-მეცი 0:0

სტ. ეტიენი-მარსელი 2:2
გოლები: 1:0 გრადელი (53-პენ.), 1:1 ბაჩუაი (64), 1:2 ბაჩუაი (67), 2:2 ერდინჩი (90+2)

ბომბარდირები: 21 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 14 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 11 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 9 - ნაბილ ფეკირი (ლიონი)

მომდევნო ტური
27 თებერვალი:
მარსელი-კაენი

28 თებერვალი:
ლილი-ლიონი, ბორდო-რეიმსი, ლანსი-რენი, ლორიანი-ბასტია, მეცი-ევიანი, ტულუზი-სტ. ეტიენი

1-ლი მარტი:
ნანტი-გენგამი, მონპელიე-ნიცა, მონაკო-პსჟ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული