ლიგა 1-ის დისციპლინარული კომიტეტის ხელმძღვანელმა სებასტიან დენომ განაცხადა, რომ შვედი ფეხბურთელი იმის გამო დაისაჯა, რომ შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოიყენა.
დისკვალიფიკაცია ძალაში 14 აპრილიდან შევა. გამომდინარე აქედან, საფრანგეთის თასზე "ბასტიის" წინააღმდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი თამაშს შეძლებს, რომელიც 11 აპრილს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა სკანდალური განცხადებები "ბორდოსთან" (2:3) საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის გასვლითი მატჩის შემდეგ გააკეთა.
შვედმა ფეხბურთელმა ამის გამო ბოდიში უკვე მოიხადა.
ასევე იხილეთ:
იბრაჰიმოვიჩი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ჩემი სიტყვები საფრანგეთსა და ფრანგებს არ ეხებოდა