დიარა - მაკელელეს შემცვლელი?

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენი" აცხადებს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას არ აპირებს, მაგრამ პარიზელები უკვე საზაფხულო გეგმებს აწყობენ, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი "ბორდოდან" ალუ დიარას გადმოყვანაა.

კლოდ მაკელელე სეზონის ბოლოს ფეხბურთიდნ წასვლას აპირებს და პარიზელებს მოედნის შუაგულში ახალი მძლავრი ფეხბურთელი სჭირდებათ, საფრანგეთში დიარაზე კარგ ვარიანტს კი ძნელად თუ იპოვნიან.

თუ "პსჟ" სეზონის პირველ ნახევარში ნაჩვენები ფეხბურთის თამაშს გააგრძელებს, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა მოუწევს, სადაც დიარას გამოცდილება, რომელსაც მთავარ ევროპულ ტურნირში "ბორდოს" და თავისი ყოფილი კლუბის "ლიონის" შემადგენლობაშიც უთამაშია ძალიან წაადგება.

ჟირონდელებს რთული
ფიანასური მდგომარეობა აქვთ, რის გამოც შესაძლოა წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა მოუხდეთ. ამ შემთხვევაში საფრანგეთის ნაკრების კაპიტანის გასხვისება სავსებით მოსალოდნელია.

29 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მარსელის "ოლიმპიკი" იჩენდა, მაგრამ 8 მილიონი ევროს გადახდა ვერ შეძლო. პარიზელი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად კონკურენცია გაგრძელდება.


მომზადებულია goal.com-ის მიხედვით






.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული