საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: "პარი სენ-ჟერმენმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფრანგულმა "პარი სენ-ჟერმენმა" სეზონისწინა საგამოფენო ტურნირის, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ჩრდილოამერიკული ეტაპის გამარჯვებული გახდა.

თბილისის დროით 30 ივლისს, გამთენიისას, ჩიკაგოში გამართულ შეხვედრაში ანგარიში პარიზელთა ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ 25-ე წუთზე გახსნა, გუნდის შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კი 34-ზე უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

პარიზელების ანგარიშზე ოთხ თამაშში მოპოვებული 10 ქულაა, ერთით ნაკლები ქულა აქვს ამდენივე შეხვედრაში "მანჩესტერს".

ტურნირის ავსტრალიური და ჩინური ეტაპების გამარჯვებული მადრიდის "რეალი" გახდა, რომელიც "მილანთან" დღეს ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული