ლიგა 1. III ტური: ჯაბა კანკავას დებიუტი "რეიმსში"

AutoSharing Option
22 აგვისტოს საფრანგეთის ლიგა 1-ის 6 შეხვედრა გაიმართა.

პირველ რიგში, ჩვენთვის საინტერესო შეხვედრა ნანტში შედგა, სადაც დებიუტანტი ჯაბა კანკავა ეგრევე "რეიმსის" სასტარტო შემადგენლობაში გაამწესეს. ჯაბამ მე-40 წუთზე ფრანგულ პირველობაზე თავისი პირველი ყვითელი ბარათი მიიღო.

53-ე წუთზე ის მწვრთნელმა ომენუკე მფულუთი ჩაანაცვლა. 76-ე წუთზე "ნანტს" ალბანელმა ემირ ლენჯანიმ მოაგებინა - 1:0. აქამდე "რეიმსს" ორი მოგება ჰქონდა.

"ლიონმა" შინ "რენთან" 1:2 დათმო, "ლიონმა" ჩემპიონატში პირველი მარცხი იგემა და პირველი გოლები გაუშვა.

3 ტურის ერთადერთი "პარი სენ-ჟერმენია" უდანაკარგო, რომელმაც პარასკევს სტუმრად "მონპელიეს" მოუგო.

ლიონი-რენი 1:2
გოლები: 0:1 პედრო ენრიკე (7), 1:1 ფეკირი (12), 1:2 ზეფანე (55)

ბასტია-გენგამი 3:0
გოლები: 1:0 პალმიერი (5), 2:0 პალმიერი (39), 3:0 კულიბალი (91)

გაზ აიაჩო-ანჟერი 0:2
გოლები: 0:1 ნდოი (2), 0:2 ნდოი (20)

ნანტი-რეიმსი 1:0
გოლი: 1:0 ლენჯანი (76)

ნიცა-კაენი 2:1
გოლები: 1:0 ბენ არფა (66), 1:1 დელორი (67), 2:1 პლი (77)

ტულუზი-მონაკო 1:1
გოლები: 1:0 დუმბია (22), 1:1 ლემარი (65)
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგრევე სასტარტოში გაამწესეს, ეგრევე?
giorgipirweli
10:31 23-08-2015
0
არადა ჯაბას ცენტრი ეკავა თამაშს ვუყურებდი გაიყვანეს და რეიმსი ჩაჯდა და ცენტრიც წააგო
მანუჩარ
08:18 23-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული