ლიგა ერთი. XII ტური: გამარჯვება მადრიდამდე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"პარი სენ-ჟერმენი" ცხრილის სათავეში თავს მშვენივრად გრძნობს და რომც ვერ მოეგო, ტრაგედია არ იქნებოდა, მაგრამ დედაქალაქელებს ეს არ ესიამოვნებოდათ და კრიზისში მყოფი "რენი" მაინც დაამარცხეს ანხელ დი მარიას გვიანი და კოხტა გოლით. თანაც, ლორან ბლანმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაასვენა.

ასევე გაჭირვებით და წვალებით, მაგრამ მთავარია, მოიგო "ლიონმაც". უბერ ფურნიეს გუნდი გამოკვეთილ აუტსაიდერსა და ერთადერთ მოუგებელ კლუბს, "ტრუას" სტუმრობდა.

78-ე წუთზე, როდესაც ლიონელთა სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, ალექსანდრ ლაკაზეტი ნიშნულთან არ მიუშვეს, სიმწრით მოპოვებული შანსი არ გაანიავოსო და გ
ამარჯვება "ლიონს" კლაუდიო ბოვიუმ მოუტანა. ამ მოგებით "ჟერლანის" ბინადრები მეორე ადგილზე გადავიდნენ.

"ლიონი" "ანჟერს" დაეწია, რომელსაც ბოლოს და ბოლოს, უნდა წაეგო, ხოლო სეზონის მეორე მარცხი ამ გუნდმა "ლუი მეორეზე" "მონაკოსგან" იგემა. მონეგასკებმაც მინიმალური სხვაობით იძალეს, მარიო პაშალიჩის გოლით.

"სენტ ეტიენი" მეორე ტაიმში უმოწყალოდ გაუსწორდა "რეიმსს" და 22 ქულით "ანჟერისა" და "ლიონის" მეზობელია. "მწვანეებსა" და ზოგადად, ამ სამეულს ჩამორჩა "კაენი", რომელმაც ზედიზედ მეორედ წააგო, ამჯერად კორსიკაზე "ბასტიასთან".

თუ კორსიკაა, კორსიკა იყოს... "გაზელეკ აიაჩომ" ისევ მოიგო და ისევ ათი კაცით დაამთავრა თამაში. მეტიც, მეორე გოლი "გაზელეკმა" "ბორდოს" ათკაციანმა გაუტანა. ორივე ბურთი ტუნისელი მოჰამედ ლარბის აქტივშია. ჟირონდელები კი ძალიან ცუდად გამოიყურებიან.

მძიმე გუნდების გახსენებაზე ვთქვათ, რომ "ნიცამ" ამ სეზონში პირველად შეინახა კარი მშრალად, მაგრამ თავადაც ვერ გაიტანა. ვინ იქნებოდა ნიცელთა მეტოქე? მართალია, "ლილი".

ბრეტანულ დერბიში "გენგამი" ორჯერ იგებდა, მაგრამ ბენჟამინ "ბილე" მუკანჯომ ჯერ პენალტით გაათანაბრა, 93-ე წუთზე კი მეორეც შეაგდო და "ლორიანს" ქულა მოუტანა. მას უკვე 7 გოლი აქვს გატანილი. ფრე დაფიქსირდა აუტსაიდერების - "ტულუზისა" და "მონპელიეს" დუელშიც, თანაც მატჩის მერე ორივე კლუბის ბანაკში უკმაყოფილება შეინიშნებოდა, ორივეს მოგება სურდა.

ტურის ბოლო მატჩში კი "ნანტიდან" მოყვანილი 20 წლის ჟორჟ ნ’კუდუს გოლით "მარსელმა" სწორედ "ნანტს" მოუგო და ოდნავ ამოიწია. "იადონები" ბევრს კი ცდილობდნენ, მაგრამ ვერ გაათანაბრეს.

XII ტური
რენი-პსჟ 0:1
გოლი: 0:1 დი მარია (75)
პსჟ (4-3-3): ტრაპი – ვან დერ ვილი, ორიე, ტიაგო სილვა, მაქსველი – რაბიო, სტამბული (65. ვერატი), მატუიდი (66. ტიაგო მოტა) - ლუკასი, დი მარია (79. ოგუსტენი), ლავეცი

სტ. ეტიენი-რეიმსი 3:0
გოლები: 1:0 ბერიჩი (63), 2:0 ონიანგი (68-ს.კ-ში), 3:0 ესერიკი (83)

გენგამი-ლორიანი 2:2
გოლები: 1:0 ბრიანი (1), 1:1 მუკანჯო (64-პენ.), 2:1 სალიბუ (83), 2:2 მუკანჯო (90+3)

ტრუა-ლიონი 0:1
გოლი: 0:1 ბოვიუ (78-პენ.)
ლიონი (4-3-1-2): ანტონი ლოპეში - ჟალე, გონალონი, იანგა-მბივა, მოელი (60. ბედიმო) - ტოლისო, ფემი, დარდერი (67. კორნიე) - ვალბუენა - ლაკაზეტი (82. რაფაელი), ბოვიუ
გაძევება: ჟანი (36)

გაზ. აიაჩო-ბორდო 2:0
გოლები: 1:0 ლარბი (44), 2:0 ლარბი (68)
გაძევება: ფილიპი (64. გაზ. აიაჩო)

ბასტია-კაენი 1:0
გოლი: 1:0 დიალო (31)

ტულუზი-მონპელიე 1:1
გოლები: 0:1 რუსიიონი (34), 1:1 მაშაში (39)

ნიცა-ლილი 0:0

მონაკო-ანჟერი 1:0
გოლი: 1:0 პაშალიჩი (35)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - ფაბინიო, რაჯი, რ. კარვალიო, ელდერსონი - პაშალიჩი, ტულალანი, მოუტინიო - რონი ლოპეში (78. ბოშილია), ელ შაარავი (89. ელდერ კოშტა), ლ. ტრაორე (82. კარილიო)

ნანტი-მარსელი 0:1
გოლი: 0:1 ნ'კუდუ (53)

ბომბარდირები: 8 ვ მიში ბატშუაი (მარსელი); 7 - ატემ ბენ არფა (ნიცა), ედინსონ კავანი (პსჟ), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), ბილე მუკანჯო (ლორიანი); 5 - მარტინ ბრეიტვეიტი (ტულუზი)

გადადებული მატჩი
4 ნოემბერი:
ნიცა-ნანტი.

მომდევნო ტური
6 ნოემბერი:
ანჟერი-რენი

7 ნოემბერი:
პსჟ-ტულუზი, ლორიანი-ტრუა, ლილი-ბასტია, მონპელიე-ნანტი, კაენი-გენგამი, რეიმსი-გაზ. აიაჩო

8 ნოემბერი:
მარსელი-ნიცა, ბორდო-მონაკო, ლიონი-სტ. ეტიენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული