
კლასში გუნდების სხვაობა თავიდანვე თვალშისაცემი იყო, მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და პირთამდე სავსე სტადიონზე დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც დღეს 24 წლის გახდა, ორი პოტენციური საგოლე გადაცემა გააკეთა, ერთხელ კი გატანასთან ახლოს იყო. მან შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore 6.9, flashscore 6.4, whoscored 6.2.
„სენტ-ეტიენმა“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, ამ მომენტისთვის 18 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 22 თებერვალს „ანჟეს“ უმასპინძლებს.
მარსელი. „ველოდრომი“
მარსელი - სენტ-ეტიენი 5:1