ლიგა 1. XV ტურის წინ: ბოლო პირველთან

AutoSharing Option
შესაძლოა, საუკეთესო ფორმაში არც "მარსელია" და არც "მონაკო", მაგრამ მათი ურთიერთშეხვედრა მაინც ამ ტურის მთავარი მოვლენაა.

"ველოდრომზე" ლეონარდო ჟარდიმი თავის მონეგასკებს ჩაიყვანს. მიზნად მოგება ექნება დასახული, რადგან პორტუგალიელის გუნდმა ქულები უკვე ისედაც საკმარისად კარგა და ჟარდიმის შესაძლო გაშვებაზეც კვლავ ლაპარაკობენ.

ჩამორჩენაზე თუ მიდგა საქმე, ამ მხრივ, მარსელელები კიდევ უფრო გამოირჩევიან, მიჩელმა გუნდი ჯერ ბოლომდე ვერ დაალაგა და ესპანელს ამ შეხვედრაში წარმატება წაუკრავდა ხელს.

"ნიცასთან" განადგურების შედეგად და შემდეგ "ლიონმა" ზედმეტად ახლოს მიუშვა მდევრები და "მონპელიესთან" მოგება სჭირდება. მართალია, ლიონელები უხასიათოდ
იქნებიან, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ისევ ფიასკო განიცადეს და შინ "გენტთან" დამარცხდნენ, მაგრამ ძალები უნდა მოიკრიბონ და საშინაო არენაზე გადმოერთონ.

"ლილზე" ცოტა გოლი მხოლოდ "ტრუას" აქვს გატანილი, ხოლო "ანჟერზე"ცოტა - "ლილსა" და "ტრუას". "ლილსა" და "ანჟერზე" ცოტა კი მხოლოდ "პარი სენ-ჟერმენმა" გაუშვა. ახლა ლილელები ანჟერელებს სტუმრობენ და რა შედეგი და ანგარიშია ყველაზე სავარაუდო, ალბათ, თავადაც მიხვდებით.

"რეიმსს" ჩემპიონატში ზედიზედ 6 მარცხი აქვს (პლუს, ერთი წაგება თასზე). ჯაბა კანკავასა და მის თანაგუნდელებს იმედი აქვთ, რომ ამ სერიას "რენთან" შეწყვეტენ და ნანატრ გამარჯვებას მოიპოვებენ, მაგრამ ბრეტანელებს უკანასკნელი 14 შეხვედრიდან მხოლოდ 2 აქვთ წაგებული, ისიც "ნიცასთან" და "პარი სენ-ჟერმენთან".

ბორდოში ადგილობრივი გუნდი, რომელმაც თამაში ვერაფრით დააბალანსა, ღრუბლებში აჭრილ "კაენს" მასპინძლობს - კაენელთათვის ჟირონდაში ვიზიტი კარგი ტესტია.

"ლორიანს" წინა ტურში პსჟ-სთან მარცხამდე 6 მატჩი არ წაეგო (ერთი თასზე), ახლა კი ბრეტანელები "გაზელეკ აიაჩოს" ეწვევიან. კორსიკელებმა წინა ტურში "ბასტიას" დერბი მოუგეს და ლიგა 1-ში ზედიზედ 4 გამარჯვებით იწონებენ თავს.

ისინი მეტოქის მხრიდან ბილე მუკანჯოს უნდა უფრთხოდნენ, ვინც ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. გასავარდნ ზონაში მყოფი "ტულუზი" "ნიცას" მასპინძლობს, რომელიც ევროსაგზურისთვის იბრძვის. არც ისე კარგ ფორმაში მყფოფი "ნანტი" და "ბასტია" კი ურთიერთობას ერთმანეთში გაარკვევენ.

14 ტურის მერე საფრანგეთის ჩემპიონატში ერთადერთი მოუგებელი გუნდი "ტრუაა", რომელიც "პარკ დე პრენსზე" "პარი სენ-ჟერმენთან" ითამაშებს. როგორ ფიქრობთ - მოიგებს?

27 ნოემბერი
ლიონი-მონპელიე 23:30

28 ნოემბერი
პსჟ-ტრუა 20:00
ანჟერი-ლილი 23:00
ნანტი-ბასტია 23:00
გაზ. აიაჩო-ლორიანი 23:00
რეიმსი-რენი 23:00
ტულუზი-ნიცა 23:00

29 ნოემბერი
სტ. ეტიენი-გენგამი 17:00
ბორდო-კაენი 20:00
მარსელი-მონაკო 00:00

ბომბარდირები: 10 - ბილე მუკანჯო (ლორიანი); 9 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), მიში ბატშუაი (მარსელი); 7 - ატემ ბენ არფა (ნიცა), ედინსონ კავანი (პსჟ); 6 - ვალერი ჟერმენი (ნიცა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული